ტელეკომპანია ”ფორმულას” ინფორმაციით, თბილისს, შესაძლოა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ახალი წარმომადგენელი ეწვიოს და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლარაკებები გარკვეული ფორმით განახლდეს. ინფორმაცია, ჯერჯერობით, დადასტურებული არ არის.
თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე ”ქართულმა ოცნებამ” მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა.
მმართველი გუნდიუარს ამბობს ვალდებულებაზე, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები 43%-ზე ნაკლების აღების შემთხვევაში.