თბილისში ტექნიკურ მარილს ხელით ყრიან (ვიდეო)

სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, რომელზეც ჩანს, რომ თბილისის ქუჩებზე ტექნიკურ მარილს მერიის თანამშრომლები ხელით ყრიან.

დედაქალაქის მერია აცხადებს, რომ თბილისის ქუჩებსა და შემოერთებულ ტერიტორიებზე გზის გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად ხორციელდება. მათი ცნობით, სამუშაოების ფარგლებში, შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ დღეს დაახლოებით 200 ტონა ტექნიკური მარილი დაყარა.