თეატრალურის სტუდენტებმა უკვე მიიღეს მეილზე შეტყობინება რექტორის გადაწყვეტილების შესახებ, რომ სტატუსს აღარ შეუწყვეტენ, თუმცა ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ გიორგი შალუტაშვილმა სტუდენტებს წერილობითი გაფრთხილება მაინც მისცა.თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა სოციალურ ქსელში რექტორის, გიორგი შალუტაშვილის განცხადებას აქვეყნებს
“გაცნობებთ, რომ რექტორმა გააუქმა ერთიკის კომისიის 2025 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე და მის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის – წერილობითი გაფრთხილების თაობაზე”. – წერია განცხადებაში.