კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი თანამდებობას ტოვებს- შესაბამისი განცხადება წულუკიანმა, რეჟისორ გიზო ჟორდანიას საიუბილეო საღამოზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
“ამ სცენაზე ვარ იმიტომ, რომ უნდა დაგემშვიდობოთ. მე ხვალ მაქვს ბოლო სამუშაო დღე. მე არ ვიცი პარლამენტში რა უნდა ვაკეთო და რატომ მეძახიან ჩემნაირ იურისტს, ცოტა მოხულიგნოს, ასე რომ ვთქვათ, ენას ჯიბეში რომ არ ინახავს, ეს ხანდახან პრობლემაა… დამიბარეს და მივდივარ, როლიც გაირკვევა ალბათ, რა მაქვს მონიჭებული”- თქვა წულუკიანმა.