თეთრი სახლი: „ვაგნერმა“ უკრაინაში 30 ათასზე მეტი მებრძოლი დაკარგა

თეთრი სახლი: PMC „ვაგნერმა“ უკრაინაში 30 ათასზე მეტი მებრძოლი დაკარგა
კერძო სამხედრო კომპანია “ვაგრერმა“უკრაინაში 30 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგა, განაცხადა თეთრმა სახლმა პარასკევს.

შეერთებული შტატების შეფასებით, დეკემბრის შემდეგ უკრაინაში მოკლული ვაგნერის მებრძოლების 90% პატიმარია, განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით.