“მინდა, კომენტარი გავაკეთო ოპოზიციასთან დაკავშირებით, რომ “ოპოზიციამ კამპანია გვიან დაიწყო და არ ჩანდა ისეთი აქტიური, როგორიც უნდა ჩანდესო. ჯერ ერთი, მგონია, რომ ეგ ყველაფერი გამომდინარეობს იქედან, რომ რაღაც მოლოდინი არსებობს ჯერ კიდევ საზოგადოებაში — ელოდებიან თეთრ ცხენზე ამხედრებულ ვიღაცა პრინცს, რომელიც მოვა და ყველაფერს დაალაგებს, გამოასწორებს, გააკეთებს და ა.შ. თუ რამე იცვლება, კოალიციური მთავრობით იცვლება ეგ.
გასაგებია, რომ ამ ქვეყნისთვის პირველი პრეცედენტი იქნება, მაგრამ ეგ აქვს სასწავლი ჯამში, მათ შორის, ამ ქვეყანასა და საზოგადოებას, რომ ეგეთი რამის მოლოდინი ახლა აღარ უნდა ჰქონდეთ. არანაირი თეთრი პრინცი არ იქნება, იქნება კოალიცია, განსხვავებული პარტიები, განსხვავებული ხედვებით და შემდეგ მოხდება ამ ხედვების შეჯერება, მათ შორის, კომპრომისების გზით გარკვეული ნაბიჯის გადადგმა, რომელიც ამ ქვეყანას წინ წაიყვანს”
ამბობს გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე.