ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ დაადასტურა, რომ გადადგომას აპირებდა. მისი თქმით, გადადგომა იმიტომ გადაიფიქრა, რომ ეს ქვეყნის ეპიდვითარებაზე აისახებოდა.
“მქონდა ჩემი პირადი მოსაზრებები და ყველა ადამიანს აქვს პირადი მოსაზრებები. არ არის იშვიათი, როცა ადამიანი ფიქრობს, რომ ხომ არ ჯობია, რომ გადადგეს. თუ რატომ — არ დავაზუსტებ. გადაწყვეტილება შევცვალე იმიტომ, რომ ჩავთვალე, ახლა, როცა არის შემთხვევების მატებაა და კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ამ შემთხვევების მატებას არ მოჰყვეს სიკვდილიანობის მატება, ჩემი გადადგომა არ იქნებოდა კარგი, რამეთუ მე ვარ კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი და ვახორციელებ კოორდინაციას ქვეყანაში ყველა პაციენტის მკურნალობასა და მოვლაზე”, — განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ ტვ პირველთან ინტერვიუში.
მისივე თქმით, შეხვდა პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას, თუმცა ამ შეხვედრებს მისი გადაწყვეტილების გადაფიქრებასთან კავშირი არ ჰქონია.
ცერცვაძე აღნიშნავს, რომ გადადგომა სხვა დროსაც სცადა, თუმცა მაშინ ეს კლინიკის მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას ეხებოდა, ახლა კი მის მოსაზრებებს. მ..