ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სტაციონარიდან სახლში გაეწერა. ინფორმაციას ინფექციური საავადმყოფო ავრცელებს.
“კოვიდინფიცირებიდან მეთხუთმეტე დღეს სტაციონარიდან გაეწერა და უკვე სახლში იმყოფება. ბატონი თენგიზის მდგომარეობა სტაბილურია, თავს მხნედ გრძნობს და მადლობას უხდის ყველას ვინც ყურადღება გამოხატა”, – წერია განცხადებაში.
თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა, 17 ნოემბერს დაუდასტურდა, ხოლო 19 ნოემბერს ორმხრივი პნევმონიით საავადმყოფოში გადაიყვანეს.