თერჯოლაში შვილმა მამა მოკლა. არსებული ინფორმაციით, მან კაცს ბლაგვი საგანი თავში ჩაარტყა.
მკვლელობას წინ მამა-შვილს შორის, სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. არსებული ინფორმაციით, შვილმა მიმალვა სცადა, თუმც პოლიციამ ის დააკავა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება 109-ე განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.