თერჯოლის მერის ყოფილმა მოადგილემ 401 ათასი ლარის ტენდერები მოიგო – ფლანგვის დეტექტორი

არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის, თერჯოლის მერის ყოფილმა მოადგილემ ჯამში 401 ათასი ლარის 6 ტენდერი მოიგო, აქედან 4 უკონკურენტოდ.

შპს “საგო” თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღვანკითში 2017 წელს დარეგისტრირებული კომპანიაა. მისი დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი ნაომი სარდანაძეა, რომელიც 2017 წლის ჩათვლით თერჯოლის მერის მოადგილის პოზიციას იკავებდა.

შპს ,,საგოს” 2018 წლიდან 12 ელექტრონულ შესყიდვაში აქვს მონაწილეობა მიღებული, საიდანაც 6 ტენდერში გაიმარჯვა. კომპანია ერთ შემსყიდველზე, თერჯოლის მუნიციპალიტეტზე დამოკიდებული მიმწოდებელია.

ფლანგვის დეტექტორის ცნობით, 2018 წლის 29 მაისს, პირველი გამარტივებული შესყიდვა, რომელიც თერჯოლაში სტიქიით დაზიანებული ხიდის აღდგენას ითვალისწინებდა, შპს ,,საგომ” უკონკურენტო გარემოში მოიგო, სამუშაოების ღირებულებამ 12 304 ლარი შეადგინა. ჯამში 4 უკონკურენტოდ მოგებული ტენდერის ღირებულება 274 817 ლარია.

“ამჟამად ნაომი სარდანაძის კომპანიას თერჯოლის მუნიციპალიტეტში სამი მიმდინარე ტენდერი უფიქსირდება:

  • შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს ქალაქში რუსთაველის ქუჩის გასწვრივ არსებული ღობის რეაბილიტაცია, ღირებულება 138,997 ლარი.
  • თერჯოლაში სხვადასხვა ლოკაციაზე სანიაღვრე არხების მოწყობა. ხელშეკრულების თანხა განისაზღვრა 26 946 ლარით;
  • მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიისგან დაზარალებული საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 77 945 ლარია”,– აცხადებს ფლანგვის დეტექტორი.

აშშ-ს საელჩოს თანამშრომლებმა კოლაუ ნადირაძის ლექსი “25 თებერვალი” წაიკითხეს (ვიდეო)

აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომელშიც საელჩოს თანამშრომლები...

“ვირუსი არსად წასულა” – ოცნების დეპუტატ გივი მიქანაძეს COVID-19 დაუდგინდა

ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრს გივი მიქანაძეს კორონავირუსი დაუდასტურა. "როგორც ხედავთ ვირუსი არსად წასულა. (პირადად მე...

ივანიშვილის პროპაგანდის პირდაპირი შედეგია – ბოკერია სანაიაზე თავდასხმაზე

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებით, ფორმულას ტელეწამყვან ვახო სანაიაზე თავდასხმა ივანიშვილის პროპაგანდის...

ოკუპაციის 100 წლისთავის შესახებ მთავრობის განცხადებაში ფაქტობრივი შეცდომებია

საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის განცხადებაში ფაქტობრივი შეცდომებია. "1921 წლის 17 თებერვალს, საბჭოთა...

ვგმობთ ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ მომხდარ ძალადობას – თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმას ეხმიანება. "ვგმობთ ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ მომხდარ...

თავზე, ხელზე და ფეხებზე მაქვს დაზიანება – სანაია თავდასხმის დეტალებს ყვება

ფორმულას ტელეწამყვანი ვახო სანაია მასზე თავდასხმის დეტალებს იხსენებს. მისი თქმით, თავს წუხელ, გვიან ღამით...

მელიას დაპატიმრების შემდეგ პოლარიზაცია უფრო გაღრმავდა – ევროკავშირი

ევროკავშირის განცხადებით, ნიკა მელიას დაპატიმრების შემდეგ პოლიტიკური პოლარიზაცია უფრო გაღრმავდა. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო...

ტელეწამყვან ვახო სანაიას თავს დაესხნენ – დაკავებულია 3 პირი

ფორმულას ტელეწამყვანს ვახო სანაიასა და მისი ცოლის ნათესავს თბილისში, წყნეთის ქუჩაზე თავს დაესხნენ. შემთხვევა...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

რევოლუცია ზედმეტ წონასთან ბრძოლაში –პრეპარატის ეფექტურობა მეცნიერული კვლევით დადასტურდა

პრეპარატ სემაგლუტიდის კლინიკურმა კვლევებმა ზედმეტ წონასთან ბრძოლაში ამ პრეპარატის ეფექტურობა დაადასტურა. ეს პრეპარატი შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ შეიქმნა. მეცნიერების თქმით, ამ კვირაში ჟურნალ New England Journal...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო