„თვითგამოცხადებული ჭორვილელი დიქტატორი ემუქრება ჩვენს მთავარ თავისუფლებას, პირველი, სიტყვის თავისუფლებას. რუსული კანონი დახურავს ყველა დამოუკიდებელ ტელევიზიას, მედიას და ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, პოლიტიკურ თავისუფლებას.
ის აპირებს პოლიტიკური ოპოზიციის გაუქმებას, ამის შესახებ ღიად აცხადებს და აპირებს, პარლამენტიდან ოპოზიციის გაყრას. ის გეგმავს ათასობით ადამიანის ციხეში ჩაყრას, ამას არც მალავს და პირდაპირ გეუბნებათ. უამრავი ადამიანი დღეს ციხეში იმყოფება, ჩემი ჩათვლით. უბრალოდ, პოლიტიკური აქტივიზმისთვის, აზრის გამოხატვისთვის, სხვანაირად ფიქრისთვის ყველას ციხეში ჩაყრას აპირებს, აღმსარებლობით თავისუფლებას იმიტომ, რომ მან პირდაპირ წარმოადგინა თავისი ჯოჯოხეთური გეგმა ჩვენი ეკლესიის დაუფლების და კიდევ კარგი, არ გამოუვიდა იმიტომ, რომ აქ, სუს-ს სურს ჩვენი აღსარების საიდუმლო. მე, მაგალითად, თვეში ერთხელ ვეზიარები და ვაბარებ აღსარებას. იმით, რაც სურს ივანიშვილს, თუ გაუვიდა, მას უნდა ჩვენი აღსარების შინაარსის გაკონტროლება“,
ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.