თვითმკვლელობის უფლება არა, მაგრამ თვითმკვლელობამდე მიყვანაზე პასუხისმგებლობა არსებობს – სამადაშვილი ღარიბაშვილზე

იმედია დაგეხმარებათ, რომ გააცნობიეროთ, რამდენად არაჰუმანურ ძალასთან გაქვთ საქმე – ასე ეხმაურება, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ განცხადებას, სადაც მან მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას თქვა, რომ “ადამიანს თვითმკვლელობის უფლება აქვს”.

”ბერა ივანიშვილის სამარცხვინო კლოუნს, პრემიერად წოდებულს, ვინმემ აუხსნას – თვითმკვლელობის უფლება არა, მაგრამ თვითმკვლელობამდე მიყვანაზე კი, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ნამდვილად არსებობს. დრო მოვა, მალე, მოგეკითხებათ” – ამბობს სალომე სამადაშვილი.