თითქმის აღარ განვიხილავ – მელია თბილისის მერად კენჭყისრაზე

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია “ამერიკის ხმასთან ინტერვიუში” ამბობს, რომ თბილისის მერობის კანდიდატობას თითქმის აღარ გაიხილავს. როგორც მელია განმარტავს, ეს მისთვის შემაფერხებელი ფაქტორი იქნება.

“სიმართლე გითხრათ, [თბილისის მერობის კანდიდატობას] თითქმის აღარ განვიხილავ, ისევე, როგორც არ განვიხილავდი ციხიდან გამოსვლის შემდეგ, უბრალოდ, ანგარიშს ვუწევ ჩემს კოლეგა, პარტნიორი პარტიების წარმოამადგენლებს, სხვა ადამიანებს, ვინც დაინტერესებულია გამარჯვებით. ჩემთვის მთავარია შედგეს გამარჯვების კამპანია. მე ყველა შემთხვევაში ვიქნები ბრძოლის ავანგარდში.

სიმართლე გითხრათ, თბილისის მერობის კანდიდატობა ჩემთვის შემაფერხებელი ფაქტორი იქნება, მქონდეს შესაძლებლობა, ჩავატარო კამპანია ეროვნულ დონეზე. თუკი ხარ თბილისის მერობის კანდიდატი, ზუგდიდში ნაკლებად მოახერხებ ჩასვლას, არადა, ნამდვილად მიმაჩნია, რომ ზუგდიდშიც უნდა ვიყო და ქუთაისშიც. მთავარია, საერთო კანდიდატი იყოს თბილისში და დიდ ქალაქებში, არ არის აუცილებელი იყოს ნიკა მელია”,– ამბობს ის.

მელია აღნიშნავს, რომ საერთო კანდიდატებზე გადაწყვეტილებები მაქსიმუმ 2-3 კვირაში უნდა მიიღონ.

მიშას უკრაინელი ადვოკატი საქართველოში არ შემოუშვეს, კიევში აბრუნებენ – კაპანაძე

ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიორგი კაპანაძე აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი...

“იმიჯს ნუ შეილახავთ” – ხახალეიშვილი პაატა ბურჭულაძეს

"გუშინ რომ მუსიკალურ სასწავლებლებში ბრძანდებოდნენ, ვინმემ დაუშალა? არა ბატონო, მიბრძანდით და გაეცანით, არავინ არაფერს...

ნუ შიმშილობს, ჭამოს საჭმელი, მშვენიერი საჭმელია, რას აპროტესტებს? – მაჭარაშვილი სააკაშვილზე

"ჩვენ გვინდა შური ვიძიოთ? ვერ გავარკვიეთ. ნუ შიმშილობს მერე, ჭამოს ეს საჭმელი, მშვენიერი საჭმელია...

ყველაზე დიდი ჯალათიც რომ იყოს, მის მიმართაც უნდა იყოს სტანდარტი დაცული – არმაზ ახვლედიანი...

"ყველაზე დიდი ჯალათიც რომ იყოს, მის მიმართაც უნდა იყოს სტანდარტი დაცული "- აცხადებს, პარლამენტის...

შეიძლება მილანშიც იცხოვრო, მაგრამ მაინც ის დარჩე, რაც ხარ – მელია კალაძეზე

"შეიძლება, მილანშიც იცხოვრო რამდენიმე წელი, სხვა ქალაქებშიც ევროპულში იცხოვრო, მაგრამ მაინც ის დარჩე, რაც...

სააკაშვილმა შიმშილობით წამზომი ჩაურთო საკუთარ თავსაც და ხელისუფლებასაც – ბესელია

"მმართველი პარტია იმ დათქმით მოქმედებს, რომ როგორმე გადააგოროს. და მიხეილ სააკაშვილმაც ხომ სწორედ...

შიმშილობით დანაშაულის ჩამოწერა არ ხდება – სუბარი სააკაშვილზე

ქართული ოცნების დეპუტატი სოზარ სუბარი ამბობს, რომ სააკაშვილს შიმშილობით დანაშაული არ გაუუქმდება. "შიმშილობით დანაშაულის ჩამოწერა...

მარტო იმიტომ არ უნდა მიხვიდეთ, რომ ვინმემ არ იფიქროს, 50 ლარი აიღეთ – ხუხაშვილი...

"ხვალ მარტო იმიტომ არ უნდა მიხვიდეთ, რომ ვინმემ არ იფიქროს, მისვლაში 50 ლარი აიღეთ…" წერს...

პარიზში აუქციონზე 66 მლნ. წლის წინანდელი დინოზავრის ჩონჩხი იყიდება

პარიზში აუქციონზე გაიყიდება დინოზავრ–ტრიჯერატოპსის ყველაზე დიდი ჩონჩხი, რომელიც კი ადამიანს ოდესმე აღმოუჩენია. ვარაუდობენ, რომ მისი გასაყიდი ფასი დაახლოებით 1.5 მილიონ ევროს შეადგენს. დინოზავრი “დიდი ჯონი“...

აშშ–ში ღორის თირკმლის ადამიანისთვის გადანერგვის პირველი წარმატებული ოპერაცია ჩატარდა

ამერიკელი ქირურგები ამტკიცებენ, რომ პირველად შეძლეს წარმატებით გადაენერგათ ღორის თირკმალი ადამიანისთვის. ექიმებს იმედი აქვთ, რომ ეს დონორთა ორგანოების უკმარისობის პრობლემის გადაჭრაში დაეხმარებათ. ტრანსპლანტაცია აშკარად ექსპერიმენტული ხასიათი...

ჟან-პოლ ბელმონდო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

გარდაიცვალა ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟან პოლ ბელმონდო. ის 88 წლის იყო. მას პოპულარობა ჟან-ლუკ კოდარის "უკანასკნელ ამოსუნთქვაში" შესრულებულმა მიშელ პუაკარის როლმა მოუტანა. ბელმონდოს კინოკარიერა 50 წელს...