TV პირველის ინფორმაციით, გუშინ 624 მილიონი აშშ დოლარისა და 35 მილიონი ევროს გათეთრების ფაქტზე დაკავებული ადამიანი კომპანია “ფინის” დირექტორი კახა კოტორაშვილია. გამოძიება მისგან იმ ადამიანების გვარების დასახელებას ელოდება, ვისაც მისთვის აღნიშნული თანხა მიჰქონდა.
TV პირველი წერს, რომ კოტორაშვილი და მისი კომპანია ამ სქემისთვის გამოიყენეს, ხოლო მილიარდ ლარზე მეტი თანხა სხვას ეკუთვნოდა.
ცნობისთვის, პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოავლინეს 624 მილიონი აშშ დოლარისა და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი, რასთან დაკავშირებითაც დაკავებულია 1 ადამიანი.
უწყების ცნობით, დაკავებულს და მასთან დაკავშირებულ პირებს 2022-2024 წლებში საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ავტომანქანებში მოწყობილი სპეციალური სამალავების საშუალებით შემოჰქონდათ უცხოური ვალუტა, რაც შემდეგ ვალუტის გადამცვლელ პუნქტში მიჰქონდათ.
დაკავებულს თავისუფლების 9-დან 12-წლამდე ვადით აღკვეთა ემურქრება.