თუ არჩევნებზე ხმის მისაცემად რეგიონში გიწევთ გამგზავრება – პლატფორმა 26, ამომრჩეველს ტრანსპორტირებას სთავაზობს

26 ოქტომბერს, მოქალაქეებისა და აქტივისტების მიერ შექმნილი პლატფორმა 26, თბილისიდან რეგიონების მიმართულებით ტრანსპორტირების პრობლემის მქონე მოქალაქეებს უფასო ტრანსპორტს სთავაზობს. 

პლატფორმა მოქალაქეებს 25 და 26 ოქტომბერს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ტრანსპორტირებაში დაეხმარება, იმ შემთხვევაში თუკი მათი საარჩევნო უბანი ამჟამინდელი ადგილსამყოფელიდან 150 კმ ან მეტ მანძილზე მდებარეობს. ამისათვის საჭიროა განაცხადის ფორმის შევსება.

”არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად თბილისიდან რეგიონებში თუ გიწევთ გამგზავრება, ეს ინფორმაცია თქვენს საყურადღებოდაა. შეავსეთ პირველივე კომენტარში მითითებული განაცხადის ფორმა, რომ 25 ოქტომბრის საღამოს, ან 26 ოქტომბრის დილას დაგეხმაროთ ხმის მისაცემად თქვენთვის სასურველ რეგიონში გამგზავრებაში. გაუზიარეთ ეს ინფორმაცია თქვენს ნაცნობებსაც. რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა შევძლოთ იმის დაფიქსირება, რომ ვირჩევთ საქართველოს ევროპულ მომავალს”- ნათქვამია ჯგუფში გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • “ამ ფორმის შევსება დაგვეხმარება იმ ამომრჩევლების იდენტიფიცირებაში, ვისაც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირება სჭირდება. გთხოვთ, ფორმა შეავსოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი საარჩევნო უბანი მდებარეობს თქვენი ამჟამინდელი ადგილსამყოფელიდან 150კმ ან მეტ მანძილზე. თქვენი მონაწილეობა დაგვეხმარება უზრუნველვყოთ, რომ ყველა მოქალაქეს ჰქონდეს საშუალება მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, მიუხედავად მათი ადგილმდებარეობისა”. – ნათქვამია ფორმის აღწერაში.