თუ გვინდა ევროპული ვაქცინა, მოვიცადოთ, ან არ ვთქვათ უარი ჩინურზე – ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიც ცერცვაძე ამბობს, რომ ვაქცინაცია 103 ქვეყანაში დაიწყო, მათ უმეტესობაში კი რუსული და ჩინური ვაქცინით. განცხადებას ტვ იმედი ავრცელებს.

“ვაქცინაცია 200-ზე მეტი ქვეყნიდან 103-მა დაიწყო. მათმა დიდმა უმეტესობამ – რუსული და ჩინური ვაქცინით და მხოლოდ მცირე ნაწილმა – ამერიკულ-გერმანული ვაქცინებით. ყველაზე აქტუალური ბოლო დღეებში არის ვაქცინის საკითხი. ის, რომ შეპირებულ ვადებთან შედარებით შემოტანამ გადაიწია და ვისი პასუხისმგებლობაა ეს, ასე არ უნდა ვაყენებდეთ საკითხს. ვაქცინების დეფიციტი აწუხებს მთელს მსოფლიოს. საქართველოს გარდა არა ერთ ქვეყანას დააკლდა ვაქცინა და დაირღვა მიწოდების ვადები. ის, რომ ყველამ დაიწყო ვაქცინაცია, არის პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების ნათქვამი“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლება დგას არჩევანის წინაში – დაელოდოს ევროპულ ვაქცინას, ან ჩინური ვაქცინა შემოიტანოს.

„ცხადია, მეც ძალიან შეწუხებული ვარ, რომ ვაქცინა იგვიანებს, ვინაიდან გვაქვს კარგი შედეგები და ეს უნდა შევინარჩუნოთ, მაგრამ სიმართლე ასეთია. რუსულ ვაქცინას არც ვახსენებ, რადგან ის არც ნდობას იმსახურებს და თან პოლიტიკურად მიუღებელია – კარგიც რომ იყოს მაინც უარს იტყვის საქართველო, მაგრამ ჩინური ხომ პოლიტიკურად ნეიტრალურია?

ჩვენ მზად ვიყავით დიდი ხნის წინ ჩინური ვაქცინის შესაძენად, მაგრამ გახსოვთ რა ამბავი იყო, ზუსტად იგივე ანგაჟირებულმა ტელევიზიებმა და რიგმა ექიმებმა გაგვაკრიტიკეს – მოვუსმინეთ და არ შემოგვაქვს, მაგრამ ახლა, როცა ჩვენმა მეზობლებმა ჩინური ვაქცინით აცრა დაიწყეს. ამას დანაშაულად გვითვლიან, რომ აზერბაიჯანმა და თურქეთმა დაიწყეს და ჩვენ ვერ დავიწყეთ. სიმართლე ის არის, რომ მათ დაიწყეს ჩინური ვაქცინით. ახლა ავირჩიოთ – თუ გვინდა ევროპული ვაქცინა, ცოტა უნდა მოვიცადოთ, ან არ უნდა ვთქვათ უარი ჩინურ ვაქცინაზე“, – განაცხადა ცერცვაძემ.

“პირველი ქმარი მოძალადე იყო, მცემდა, გავრბოდი“…– ია ფარულავა საკუთარ ისტორიას ყვება

"ღამის კურიერის" ეთერში, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობას მიეძღვნა, თავისი ისტორია მსახიობმა და ტელეწამყვანმა ია...

აშშ–მ რუსეთს სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რუსეთს სანქციები დაუწესა. მიზეზი ამერიკის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სავარაუდო ჩარევა,...

ევროკავშირის საგარეო მინისტრები 19 აპრილს საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ

19 აპრილს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს საგარეო პოლიტიკისა...

ბოლქვაძე მაყაშვილზე: 10 წლის შემდეგ იძახის, რომ ძალადობა მოხდა,10 წელი სად იყო?

"10 წელი სად იყო?"- ასე ეხმიანება უმრავლესობის წევრი ელისო ბოლქვაძე ნინუცა მაყაშვილის ინტერვიუს, რომელშიც...

ბოლქვაძე: ადამიანები იქექებიან ნაგავში, მაგრამ პარიზშიც არის ეგ

ოცნების დეპუტატი ელისო ბოლქვაძე ამბობს, რომ უყურებს, საქართველოში როგორ იქექებიან ადამიანები ნაგავში, თუმცა ეს...

რიონის ხეობის მცველები ქუთაისის მერიამდე მსვლელობას აწყობენ

რიონის ხეობის მცველები სოფელი გუმათიდან ქუთაისის მერიამდე მსვლელობას მართავენ. აქციის ორგანიზატორები მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავენ....

გამყრელიძე: სანთელი დავანთოთ და კვერცხი გავაგოროთ, არ გვინდა იქ ქეიფი და სმა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირამ გამყრელიძე საზოგადოებას მოუწოდებს, საფლავზე არ იქეიფონ. "აღდგომის შემდგომ, ბრწყინვალე...

ზელენსკი: დროა, უკრაინამ და საქართველომ MAP-ზე შემოთავაზება მიიღონ

ქუკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის თქმით, დროა, უკრაინამ და საქართველომ MAP-ის მიღებისა და ევროკავშირში გაწევრიანების გეგმასთან...

სხვა სიახლეები

“დიდი გაჭირვებით გამოვართვით ის გოგო მაშინ ხელიდან!“– მსახიობ ბესო ზანგურს კიდევ ერთ ქალზე ძალადობაში ამხელენ

რუსთაველის თეატრის  მსახიობს, ბესო ზანგურს, ძალადობაში კიდევ ერთი ქალი ამხელს. რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი ფეისბუქზე წერს რომ წ ზანგურის ძალადობას თეატრალურ უნივერსიტეტში შეესწრო: “დიახ, ეს კაცი...

ჯანმრთელობა

“ეს უკიდურესად იშვიათი გართულებაა და რაოდენობრივად ახლოსაც ვერ მოვა კოვიდით გამოწვეულ თრომბოტულ რისკებთან” – ნანა გეგეჭკორი ასტრაზენეკას გვერდით მოვლენებზე

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი ფეისბუქით ეხმაურება ევროპის წამლის სააგენტოს უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ  დადასტურდა უიშვიათესი კავშირები AstraZeneca-ს ვაქცინასა და თრომბის...

შოუ ბიზნესი

“პირველი ქმარი მოძალადე იყო, მცემდა, გავრბოდი“…– ია ფარულავა საკუთარ ისტორიას ყვება

"ღამის კურიერის" ეთერში, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობას მიეძღვნა, თავისი ისტორია მსახიობმა და ტელეწამყვანმა ია ფარულავამაც გაიხსენა. ია ფარულავას თქმით, მისი პირველი ქორწინება  ძალადობრივი შემთხვევებით...

ვიდეო