„სრულიად ახალი თუ გამოჩნდება იდეალური იქნება, მაგრამ სრულიად ახალი თუ ვერ გამოჩნდება, არსებულ პოლიტიკურ ელიტაში რაღაცა უნდა გამოიძებნოს, იმ ტიპის კონფიგურაციები, რომლებსაც აქვს რესურსი, რომ შექმნას გარკვეული სინერგია. ყოფილა პრეცედენტები, რომ 2-3%-იანმა პარტიამ, თუ ისინი ერთი მიზნით გაერთიანდნენ, ჯამში 30% მოგვცა. რატომ არის შესაძლებელი? თუ ჩვენ ბოლო კვლევებს ვნახავთ, 40%-დან 60%-მდე ამომრჩეველს არ აქვს არჩევანი, იმიტომ, რომ ძალას ვერ ხედავს, არ სჯერა, რომ ის შეიძლება ხელისუფლებაში მოვიდეს და არ უღირს იმისთვის ხმის მიცემა, ანუ სკეპტიკურად არის განწყობილი“,
ამის შესახებ ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა და აღნიშნა, რომ თუ გვინდა, რომ ქვეყანაში ცვლილებები დაიწყოს, ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრების ფორმირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.