თუ გიგი უგულავამ დაარღვია კარანტინის წესები, დაჯარიმდება – შს მინისტრის მოადგილე

ფოტო: Radiotavisupleba.ge

“თუ გიგი უგულავამ დაარღვია კარანტინის წესები, დაჯარიმდება” – შინაგან საქმეთა მინისტრის მოდგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, შესაძლოა, გიგი უგულავა დაჯარიმდეს.

“რაც შეეხება გიგი უგულავას, თუ მან დაარღვია კარანტინის წესები, თავისუფლად დაჯარიმდება ამისთვის,”- განაცხადა დარახველიძემ.

ცნობისთვის, 7 ოქტომბერს გიგი უგულავას კორონავირუსი დაუდასტურდა, გუშინ კი ის აქციაზე სიტყვით გამოვიდა, თუმცა როგორც შემდეგ უგულავამ განმარტა მას სიმპტომები აღარ ჰქონდა, ასევე უარყოფითი იყო ტესტიც და ექიმმა მას აქციაზე მისვლის ნებაც დართო.