“მე მოგახსენეთ, რომ ჩვენ ყოველთვის ვმოქმედებთ, როდესაც საკითხი ეხება ადამიანის ჯანმრთელობას, სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციებით. გამომდინარე აქედან , თუკი იქნება ექიმების რეკომენდაცია რომ შესაძლებელია მისი გადაყვანა პენიტენციურ დაწესებულებაში, ის იქნება გადაყვანილი პენიტენციურ დაწესებულებაში. ამ დროისთვის ის იმყოფება კლინიკა “ვივამედში” და რაიმე სახის ობიექტური წინაპირობა იმისთვის რომ ის ან სხვა კლინიკაში იყოს გადაყვანილი ან პენიტენციურ დაწესებულებაში, ამ ეტაპზე არ არსებობს. შესაბამისად ის არსებობს მკურნალობას კლინიკა “ვივამედში,”
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის თქმით, რაიმე წინაპირობა იმისთვის მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნას სხვა სამედიცინო კლინიკაში ან პენიტენციურ დაწესებულებაში, არ არსებობს.