“თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩემი ძმა ვინმეს გაურიგდა, ძალიან ცდება.[…] მას შვიდი წელი უსამართლოდ გაატარა ციხეში და წელიწადი და 9 თვე ჰქონდა დარჩენილი და ამ პერიოდსაც რამენაირად გაატარებდა. ყველანაირ კრიტერიუმს აკმაყოფილებდა. ის მოთხოვნები, რაც უდოს კომისიის წევრებს აქვთ, თითოეულ მათგანს აკმაყოფილებდა და დიდი ალბათობით ფიზიკურად აღარა შეეძლოთ უარის თქმა და სავარაუდოდ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სავალალო მდგომარეობამდე არ მისულიყო ჩემი ძმა”,
ამის შესახებ, თორნიკე მამალაძემ განაცხადა.
ცნობისთვის, გუშინ, 14 თებერვალს, გიორგი მამალაძე უდოს კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე გაათავისუფლეს.