ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი სავაჭრო ცენტრების გახსნაზე ამბობს, რომ თუ მომხმარებლები წესებს არ დაიცავენ, შეზღუდვებს კვლავ დააწესებენ.
“ერთკვირიანი სუნთქვის საშუალებას ვაძლევთ ბიზნესს. გამოიწვევს თუ არა ეს ვირუსის ხელახლა ზრდას, მაღალი შანსია, რომ გამოიწვიოს, მაგრამ ესეც ჩვენზეა დამოკიდებული. ის სფეროები გავხსენით, იქ თუ ყველამ დაიცვა წესი, პრაქტიკულად მინიმალური ზრდა შეიძლება იყოს. თუ წესებს არ დავიცავთ, ისევ აღვირახსნილი მიმოსვლა წავიდა, რასაკვირველია ისევ ავარდება რიცხვები და სამწუხაროდ, მოგვიწევს ისევ შევზღუდოთ“, – ამბობს მაჭავარიანი.
ცნობისთვის, დღეს სავაჭრო ცენტრები 2 იანვარის ჩათვლით გაიხსნა. სხვა შეზღუდვები ძალაში დარჩა.