თუ მარიუპოლს არ დავეხმარებით, კოლექტიური დანაშაული იქნება – ჟან-ივ ლე დრიანი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯან-ივ ლე დრიანმა თქვა, რომ თუ მარიუპოლის დასახმარებლად დასავლეთი არაფერს გააკეთებს, ეს “კოლექტიური დანაშაული” იქნება.

“მარიუპოლი ახალი ალეპოა. არსებობს შემოჭრილი ძალა, რომელიც საკუთარი მიზნების მისაღწევად, მარიუპოლში მოსახლეობას მძევლად იყვანს. ეს ნამდვილად მიუღებელია.

ვფიქრობ, ჩვენ გადამწყვეტ მომენტში ვართ, როდესაც უკრაინის კრიზისის ფონზე ევროპაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების პარამეტრები ეჭვქვეშ დგას”, – თქვა ლე დრიანმა დოჰის CNN-ის ინფორმაციით.

ცნობისთვის, მარიუპოლი უკვე რამდენიმე კვირაა ალყაშია. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქალაქში ჰუმანიტარული კატასტროფაა, დანაღმულია პორტი და ვერ შედის საკვები და მედიკამენტები.

“რუსი სამხედროები ესვრიან ავტობუსებს, რომლებსაც ეს ჰუმანიტარული დახმარება მიაქვთ… რუსებმა გაიტაცეს ქალაქიდან 2000-ზე მეტი ბავშვი და მათი ადგილსამყოფელი არ ვიცით. საშინელება ხდება, სიტყვებით ვერ გადმოგცემთ”,– განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.