“გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ჩვენ შეშფოთებულები ვიყავით იმ ტრაექტორიით, რომლითაც პარტია “ქართულ ოცნებას” საქართველო მიჰყავს. ის ქვეყანას აშორებს იმას, რაც ქართველების უმეტესობას სურს – ინტეგრაცია დასავლეთთან, ევროკავშირთან, NATO-სთან. ამის გამო, ჩვენ ძალიან მკაფიო ნაბიჯები გადავდგით ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის, ასევე, ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციის თვალსაზრისით…

თუ ისინი [“ქართული ოცნება”] გააგრძელებენ ანტიდემოკრატიული ან ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომლებიც ადამიანებს თავიანთი მოსაზრებების გამოხატვის და საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლებას არ მისცემს, ვფიქრობ, თქვენ ნახავთ, რომ ეს აისახება და შეამცირებს ჩვენს [ურთიერთობებს]”,

ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მრჩეველი, ტომ სალივანი საუბრობს. მის კომენტარს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ ავრცელებს.