თუ რამე გაუგებარია, დრო და ადგილი აირჩიე, აგიხსნით რაც შენთვის გაუგებარია – კადიროველები პრიგოჟინს

“თუ რამე გაუგებარია, დრო და ადგილი აირჩიე, აგიხსნით რაც შენთვის გაუგებარია ” – რამზან კადიროვის გარემოცვის წევრები “ვაგნერის” დამფუძნებელს, ევგენი პრიგოჟინს მიმართავენ.

მსგავსი შინაარსის მიმართვები კადიროვთან დაახლოებულმა რამდენიმე პირმა ერთდროულად გაავრცელა. პირველად ადამ დელიმხანოვის მიმართვა გავრცელდა,რომელიც უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის აქტიური მონაწილე და პარალელურად რუსეთისდუმის დეპუტატია.

“შენ უკვე ბლოგერი გახდი, მთელი მსოფლიოს გასაგონად ყვირი, პრობლემები გაქვს და ტყვია-წამალი არ გაქვს და ა.შ. ჩვენ ყველამ ვიცით რამდენიმე ხალხი დააწვინე ბახმუტის მიმართულებით გასული 7-8 თვის განმავლობაში.[…]თუ შენთვის რამე გაუგებარია ნებისმიერ დროს შეგიძლია დაგვიკავშირდე, აირჩიო დრო და ადგილი და ჩვენ აგიხსნით იმას რაც შენთვის გაუგებარია”,- ამბობს ადამ დელიმხანოვი.

დელიმხანოვის თქმით, პრიგოჟინი იტყუება როდესაც ამბობს, რომ მას თავდაცვის სამინისტრო არ აწვდის საარტილერიო ჭურვებს. მისი თქმით, ”ვაგნერი” ყველაზე კარგად მომარაგებული დანაყოფი იყო.

“ჩვენს მებრძოლებსაც ჰქონდათ პრობლემები, მაგრამ მებრძოლმა არ უნდა დაიწყოს ამაზე ყვირილი. შენს განცხადებებში ყოველთვის მიანიშნებ, რომ საჭიროა ვიღაცების დახვრეტა. ასეთი სიტყვების გამო მეორე მსოფლიო ომის დროს იმწუთშივე კედელთან მიგაყენებდნენ და დაგხვრეტდნენ.” – ასე მიმართა, პრიგოჟინს კადიროვის კიდევ ერთმა მოადგილემ მაგომედ დაუდოვმა.

ამ ეტაპზე, Freeuni-სა და Agruni-ს სტუდენტებს დავალიანება ვერ გაუნულდებათ – ამილახვარი

"ირაკლი ღარბაშვილმა 15 სექტემბერს გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დავალიანება...

პრეზიდენტთან დაიბარეს სებ-ის კანდიდატები, სთხოვეს უარის დაწერა – კობახიძე

"კიდევ ერთხელ მოხდა ალიანსის ლუსტრაცია, რაც არის სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის. მეტიც,...

ეროვნული ბანკი გასუფთავდა, ზოგი ჭირი მარგებელია – კობახიძე

"ეროვნული ბანკი გასუფთავდა. იდეალური სურათი მიიღო სახელმწიფომ ამ ყველაფრიდან. ზოგი ჭირი მარგებელია - არის...

ეს არის პირდაპირი ზეწოლა დამოუკიდებელი სტრუქტურის ხელმძღვანელზე, თურნავაზე – კალაძე

"რა თქმა უნდა, ეს არის პირდაპირი ზეწოლა დამოუკიდებელი სტრუქტურის ხელმძღვანელზე, ამ შემთხვევაში, ქალბატონ ნათია...

შეშფოთებული ვართ სებ-ის ბოლოდროინდელი განცხადებით, საკითხს შევისწავლით – სავალუტო ფონდი

"შეშფოთებული ვართ ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელი განცხადებით, რომელიც სანქციების მიმართ მიდგომას ცვლის", - ამის შესახებ...

ფარცხალაძემ შვილს 12 უძრავი ქონება, დაჩქარებული წესით, 1 დღეში გადაუფორმა

უძრავი ქონების რეესტრში 20 სექტემბერს აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ შვილზე...

არ ვექვემდებარები არანაირ ზეწოლას, საბჭოს წევრებმა ვერ გაუძლეს პოლიტიკურ ზეწოლას – თურნავა

''კლასიკური პოლიტიკური ზეწოლის მაგალითია რაც ახლა ეროვნული ბანკის საბჭოს ირგვლივ ვითარდება. ჩემზე ეს არ...

ბოდიში მინდა მოვუხადო ნილოლოზ გაგუას საბანკო კლანის წევრად მისი მოხსენიების გამო – რომან გოცირიძე

“ქართული ოცნება” ეროვნულ ბანკში ნერგავდა ყოფილ მინისტრებსა და მინისტრების მოადგილეებს და ამით აშენებდა საფინანსო...

5 ჰობი, რომელიც სიცოცხლის გახანგრძლივებაში დაგეხმარებათ

არსებობს ბევრი მარტივი ჰობი, რომელსაცსიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია. კითხვითა და მუსიკის მოსმენით თქვენი ტვინის აქტიურობის  შენარჩუნებიდან  დაწყებული,  ყოველდღიურ აქტივობებამდე, როგორიცაა მებაღეობა ან გაჭიმვა. გთავაზობთ ექსპერტების...

სალმონელოზის შემთხვევების გამო დაგროვილ კითხვებს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი პასუხობს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს სალმონელოზის შესახებ, რომელიც ნიკორა ტრეიდის პროდუქციაში აღმოჩნდა და 8 ადამიანის ინტოქსიკაცია გამოიწვია. “ნიკორასთან დაკავშირებული სალმონელოზის შემთხვევების გამო ბევრი შეკითხვაა...

გარდაიცვალა იტალიელი მომღერალი ტოტო კუტუნიო

80 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი იტალიელი მომღერალი, ტოტო კუტუნიო. 2007 წლიდან ის სიმსივნეს ებრძოდა. ამ წელს მას პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. მოგვიანებით კი მარჯვენა თირკმელი...