თუ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ბირთვული ქობინები უკრაინასაც უნდა გადავცეთ – სიკორსკი

პოლონეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა და ევროპარლამენტის წევრმა რადოსლავ სიკორსკიმ “Общественный-სთან” ინტერვიუში განაცხადა, თუ რუსეთის ფედერაცია უკრაინაზე ბირთვულ დარტყმას განახორციელებს, დასავლეთს უფლება აქვს უკრაინას ბირთვული ქობინები გადასცეს.

  • “რუსეთი თავისი ბირთვული არსენალით მთელ მსოფლიოს ემუქრება, კერძოდ, ნატოსა და უკრაინას. ზოგჯერ მგონია, რომ ბირთვული იარაღი რუსეთის ფედერაციისთვის ერთგვარ კერპად იქცა, მისი ძალაუფლებისა და საერთაშორისო წესების დაუსჯელად დარღვევის უნარის სიმბოლოდ. ზოგჯერ საჭიროა რუსეთის ხელისუფლებას შევახსენოთ, რომ ნატოც ბირთვული ალიანსია”, – განაცხადა მან.