თუ სააკაშვილი საქართველოში არ გჭირდებათ, დაგვიბრუნეთ ის უკრაინაში – იასკო

”თუ სააკაშვილი საქართველოში არ გჭირდებათ, დაგვიბრუნეთ ის უკრაინაში”-განაცხადა უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ, გორის ჰოსპიტალში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან.

”თუ სააკაშვილი საქართველოში არ გჭირდებათ, დაგვიბრუნეთ ის უკრაინაში. ჩვენ ის გვჭირდება. მილიონობით უკრაინელს ის სჭირდება და ისინი მას ელოდებიან. ისინი მე მეკითხებიან თუ რას აკეთებენ საქართველოში მის გასათავისუფლებად, რადგან თავად უკრაინელები მისთვის იბრძოდნენ. მაგალითად, როცა დაიხსნეს მანქანიდან, დაკავების დროს. ახლა საქართველოს ჯერია.”- განაცხადა იასკომ.