“თუ საქართველოს მხრიდან იქნება დიალოგის სურვილი, ჩვენ ახლაც მზად ვართ, იმის მიუხედავად, რომ არ გაგვაჩნია დიპლომატიური ურთიერთობები. ამაში მდგომარეობს პარლამენტების მისია, სწორედ ამისთვის არიან არჩეულები.[…] სანამ ჩვენ კონტაქტი არ გვაქვს, ცხადია, ჩვენი ბრალი არაა, საქართველოში რთული პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს, ბევრი რაღაცის გადააზრება ხდება… ოქტომბერში საქართველოში არჩევნებია და, რა თქმა უნდა, ისინი… გადაწყვეტენ ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური კურსის განვითარებას.[…]მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ასეთი სიტუაციაა, აი, რუსეთში… როგორი პატივისცემაც გვქონდა ქართველი ხალხის მიმართ, ისევ ისეთი გვაქვს. ქართველი ხალხი ჩვენთვის ახლობელია, მეგობრულია. ვნახოთ რით დასრულდება საარჩევნო კამპანია.”
ამის შესახებ რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის, ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ, ვალენტინა მატვიენკომ განაცხადა.