კვირა, 22 დეკემბერი , 2024, 23:22

თუ სხვა ქვეყნის ჯარში ჩაირიცხები, კარგავ საქართველოს მოქალაქეობას – მდინარაძე

“აქ მეორე ძალიან დიდი პრობლემაა, იქ მიმოწერაში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა იყო რა, არავინ არ ულხინს იმ მიმოწერაში არსად ჩანს არავინ უხსნის, ანუ მეორე მხარე რომელიც ეპატიჟება და მერე 45 000 გრივნაზე ელაპარაკება, არავინ უხსნის, რომ ქართული კანონმდებლობა, და ბევრი ქვეყნის კანონმდებლობა ასეა, არა მგონია რომელიმე სახელმწიფო გამონაკლისი იყოს, ქართული კანონმდებლობის თანახმად, თუ სხვა ქვეყნის ჯარში, მის რიგებში ჩაირიცხები, კარგავ საქართველოს მოქალაქეობას ავტომატურად. ანუ თუ სხვა ქვეყნის ჯარში ირიცხები შენ კარგავ იმ ქვეყნის მოქალაქეობას, რომელი ქვეყნის მოქალაქეც ხარ”.

განაცხადა “ქართული ოცნების” დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ უკრაინაში მებრძოლ ქართველებთან დაკავშირებით “იმედის” ეთერში.