“თუ უკრაინაში თავისუფლება დასრულდება, საქართველოსა და მოლდოვაში იმედი გაქრება”- ამის შესახებ, ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა და ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობის დალაგების მცდელობა შეცდომა იქნება.
”თუ პუტინი გაიმარჯვებს ის არ გაჩერდება უკრაინაზე. უკრაინაში თავისუფლების დასრულება იქნება საქართველოსა და მოლდოვაში თავისუფლების შესახებ ყველანაირი იმედის გაქრობა. ეს ნიშნავს აღმოსავლეთ ევროპაში ბალტიისა და შავ ზღვამდე ახალი დაშინების ხანის დაწყებას.” – განაცხადა ჯონსონმა.
პრემიერის თქმით, ეს იმ შეცდომის გამეორება იქნება, რაც 2014 წელს უკვე დაუშვეს.
„ამის უკრაინაში შეჭრის შემდეგ პუტინთან ურთიერთობის ხელახლა ნორმალიზების მცდელობა, ისე, როგორც ეს 2014-ში გავაკეთეთ, ზუსტად იმავე შეცდომის გამეორება იქნება“, – თქვა ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა.