თუ ღარიბაშვილის მოლაპარაკებამდე მელიას არ გამოუშვებენ, მაგიდა უნდა აყირავდეს – ჭიჭინაძე

პოლიტიკური მოძრაობა ტრიბუნას ლიდერი აცხადებს, რომ თუ ღარიბაშვილი ისე ჩავა მოლაპარაკებებზე, რომ ნიკა მელია არ იქნება გათავისუფლებული, მოლაპარაკებების მაგიდა უნდ აყირავდეს.

“არ შეიძლება ვენდოთ მათ, ვინც ერთ ადამიანს, ორჯერ შეუწყვიტა უფლებამოსილება და ორივეჯერ უსამართლოდ! არ შეიძლება ვენდოთ მათ, ვინც არა მარტო 8 მარტის, პრაქტიკულად ყველა შეთანხმება დაარღვია! და თუ ღარიბაშვილი 16 მარტს მაინც ისე წავა მოლაპარაკებაზე, რომ მანამდე ნიკა მელიას არ გამოუშვებენ, „ოცნებასთან“ მოლაპარაკების მაგიდა უბრალოდ უნდა აყირავდეს, რადგან მათთან საუბარიც კი ამორალური იქნება.

ქვეყანას ცვლილებები სჭირდება! ახალი არჩევნები, რომელსაც გარდამავალი მთავრობა ჩაატარებს და არა “ოცნების” გაუგებარი ყიყლიყოები”,– წერს ჭიჭინაძე Facebook-ზე.

ცნობისთვის, გუშინ კრისტიან დანიელსონის მედიატორობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება ვერ შედგა, რის შემდეგაც ევროპის საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა გადაწყვიტა, თბილისში იქამდე დარჩეს, ვიდრე მხარეები შეთანხმდებიან.