“ისრაელი ღაზის სექტორის სამხრეთში მდებარე ქალაქ რაფაჰში სამხედრო ოპერაცის გააფართოებს, თუ ჰამასი ისრაელიდან გატაცებულ ყველა მძევალს არ გაათავისუფლებს. დრო ტერორისტულ დაჯგუფებას 10 მარტამდე აქვს”,
აცხადებს ამის შესახებ, ისრაელის სამხედრო კაბინეტის წევრი ბენი განცი. მისი თქმით, ისრაელი თავდასხმებს კოორდინირებულად დაიწყებს და ამერიკელ და ეგვიპტელ პარტნიორებთან ერთად ეცდება მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელოს, რათა მინიმუმამდე დაიყვანონ მსხვერპლის რაოდენობა.