ორშაბათი, 23 დეკემბერი , 2024, 07:06

თუ 8 მარტის შეთანხმებაზე ასე ფეხით გაიარა ივანიშვილმა, არჩევნებზე უბედურებას დაატრიალებს – გიგი უგულავა

“თუ 8 მარტის შეთანხმებაზე ასე ფეხით გაიარა ივანიშვილმა და  ამ პატარა დღეს დავთმობთ,  არჩევნებზე უბედურებას დაატრიალებს” -აცხადებს  ევროპული საქართველოს წევრი, გიგი უგულავა.

“ევროპული საქართველო ცვილელებებს მანამდე არ დაუჭერს მხარს, სანამ შეთანხმება სრულად არ არის შესრულებული. შეთანხმების სრულად შესრულება ნიშნავს პრევენციას, რომ ივანიშვილმა იგივენაირ არჩევნები არ ჩაატაროს და უარესები არ ჩაიდინოს, რაც გააკეთა მეორე ტურში. ამიტომ არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, ერთი მისხალის დათმობაც არ შეიძლება ამ შემთხვევაში. იმიტომ, რომ თუ ჩვენ ამ პატარას დღეს დავთმობთ, ჩვენ მივიღებთ უბედურებას არჩევნებზე, იმიტომ, რომ ამ ადამიანს ასეთი ენა ესმის, გამივიდა – გავალ თავს. ამიტომ ამას უნდა შევხედოთ პრევენციას უკეთესი მომავლისათვის”, – განაცხადა გიგი უგულავამ.