“თქვენი არასწორი განცხადების გამო, მე და ჩემს მეგობრებს უფრო გაგვიმეტებენ”– ასე ეხმაურებიან, ქვიარ აქტივისტები, “რიონის ხეობის მცველების” დღევანდელ განცხადებას.

აქტივისტი თამარ ჯაყელი, სოციალურ ქსელში წერს, რომ არაერთხელ ყოფილა გუმათში კარვით და ღამეც გაუთენებია “რიონის ხეობის მცველების” გვერდით, მაშინ როდესაც ხეობის გადარჩენისთვის იბრძოდნენ, თუმცა დღევანდელმა განცხადებამ, მისი გაკვირვება გამოიწვია.

“რიონის ხეობის მცველები” აცხადებენ, რომ 250-დღიანი პრეტესტის შემდეგ, საჭიროდ ჩავთვალეს, “თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების მიერ დაგეგმილ კვირეულთან დაკავშირებით პოზიცია გამოხატონ.ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ “პრაიდი დიდ დარტყმას აყენებს ეროვნულ ერთობას”

“რიონის ხეობის გადარჩენისთვის გული მტკივა თქვენი განცხადების მერე და გაოგნებული ვარ.
ბოლო წელი, ჩვენ წინაშე არსებული პრობლემებიდან, ყველაზე მეტად მტკიოდა ნამახვანჰესის თემა. საკუთარ ჩაგვრაზე, საკუთარ იდენტობაზე მეტადაც. ყველაფერი გვერდზე გადავდე თქვენს დასახმარებლად.

თქვენთან ხუთი დღე-ღამეც ვიყავი საკუთარი კარვით და კიდევ ვაპირებდი სტუმრობას. არასდროს დამავიწყდება გუმათის დღე-ღამეები. ყველა მეგობრულად იყო ჩემ მიმართ განწყობილი, უამრავი არაჩვეულებრივი ადამიანი გავიცანი.

მიყვარხართ, მართლა მიყვარხართ. ამიტომ ასჯერ მეტად მტკივა. რა თქმა უნდა, არც კი ველოდი, რომ პრაიდს მხარს დაუჭერდით. არც იყო საჭირო რამე განცხადების გაკეთება. “ზოგჯერ თქმითაც დაშავდების”.

იცით რას უჭერთ თქვენი განცხადებით მხარს? რომ 5 ივლისს ლგბტქ ადამიანებს კიდევ უფრო გადაგვიარონ, კიდევ მეტი დაჟინებით გვესროლონ ქვები, კიდევ მეტად გამეტებით გვირტყან.

არადა, ვიცი, რომ გულით სუფთა და მშვიდობიანი ადამიანები ხართ. ქალბატონმა მაკამ თავიდან დამაჯერა, რომ შეიძლება ქრისტიანულ რწმენაში ჩემი ადგილიც იყოს, როცა ყველაზე შემწყნარებელი, ყველაზე საოცარი სიტყვები წარმოთქვა.

შეგეშალათ, ძალიან შეგეშალათ. რატომ, არ ვიცი. გაოგნებული ვარ მართლა. სულ სოლიდარული ვიქნები თქვენი პროტესტის მიმართ – ეს ჩვენი, საქართველოს ყველა მოქალაქის საერთო ბრძოლაა და ნამდვილად მხარდამჭერს არ კარგავთ ჩემი სახით.

თუმცა, გული მტკივა, რომ თქვენი არასწორი განცხადების გამო, მე და ჩემს მეგობრებს ხვალ-ზეგ კიდევ უფრო გაგვიმეტებენ.”- წერს, თამარ ჯაყელი სოციალურ ქსელში.

ქვიარ აქტივისტი ნათია გვიანიშვილი ყურადღებას იმ საფრთხეებზე ამახვილებს, რომელიც “რინიონის ხეობის მცველების” მიერ გავრცელებულ განცხადებას მოჰყვება.

‘ზოგადად, არ არის საჭირო ადამიანმა (და ადამიანების ჯგუფმა) ყველაფერზე აზრი გამოთქვას, სამწუხაროა, რომ ამ ტენდენციას აყევით. სამწუხაროა, რომ ისეთი განცხადება გაავრცელეთ, რომელიც გულს ტკენს (რბილად რომ ვთქვა) ბევრ იმ ადამიანს, ვინც მხარს გიჭერდათ და ჯერ კიდევ გიჭერთ. ასევე ალბათ ვერ აცნობიერებთ, რომ ამ განცხადებით პირდაპირ საფრთხეს უქმნით ადამიანებს, ვინც პროტესტზე მოდის ხოლმე. ძალიან ძალიან სამწუხაროა, რომ პოლიტიკური სპეკულაციების საჭიროებამ ადამიანობა გადაწონა.

თუმცა, ჩემთვის, როგორც ქვიარი ადამიანისთვის ეს განცხადება დიდად არაფერს ცვლის (მხოლოდ ჩემზე მაქვს აქ საუბარი). ჰესი არ უნდა აშენდეს. სახელმწიფო უნდა გამოვიდეს თვითკოლონიზირებული მდგომარეობიდან, სადაც ინვესტორი (და მთავრობის გასქელებული ჯიბეები) დგას წინ, ხალხის ბედი კი არავის აინტერესებს. ამასობაში კი ვიღაცეები ბაზრის თავისუფლებაზე კითხულობენ ლექციებს. არ მუშაობს, მეგობრებო ეს. უნდა დასრულდეს. ეს ყველას ეხება, ვინც ჰაერის ნაცვლად შხამს სუნთქავს და ჭამს იმ ეკოლოგიურ გარემოში, რომელსაც ეს ”ინვესტიციები ” გვიქმნის. შესაბამისად, ჩემი მხარდაჭერა რიონის ხეობის მცველებს და იმ საქმეს რომელსაც ისინი აკეთებენ.

ასევე არ არის ახალი, და ამ განცხადებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ლგბტქი ადამიანები ვართ პოლიტიკური სპეკულაციების და შანტაჟის მასალა (სწორად წერია ისე განცხადებაში, ოღონდ მთლად სწორი კუთხე არ არის დაჭერილი) აბსოლუტურად ყველა სხვა ჯგუფისათვის საზოგადოებაში – ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, საზოგადოებაში გამყოფი ხაზები ყველას ჩვენზე გაჰყავს. იქნება ეს იაგო ხვიჩიას მსგავსი ცირკაჩი და შარლატანი პოლიტიკოსი რომელიც ერთ დღეს ერთს ამბობს და მეორე დღეს მეორეს (აქტივისტები არ ევასება თურმე )) გინდა კუთხეში მიყენებული მოძრაობები, როგორიც რიონის ხეობის მცველებია, გინდა მთავრობა რომელიც ქულების დაწერას ცდილობს და გინდა ეკლესია, რომელიც საზოგადოებაში მოკლებულ მხარდაჭერას ისევ ჩვენ ხარჯზე იმაღლებს. არ ვიცი რა იდგა კონკრეტულად ამ განცხადების უკან, რა ისტორია აქვს მის დაწერას, მაგრმ ისიც არ არის დაკარგული, რომ ბევრი კარგი ადამიანია ამ მოძრაობაში ჩართული და მე პირადად მაქვს მოსმენილი მათი მხრიდან ქვიარ თანამებრძოლების მხარდაჭერის ისტორიები. შავი და თეთრი არაფერი არსებობს. ადამიანები 5 წუთში ვერ შეიძენენ დადებით ცნობიერებას და აზრს იმაზე, რასაც ათწლეულების მანძილზე ატენიდნენ, როგორც ქვეყნის დაქცევის წინაპირობას. უბრალოდ მუშაობა უნდა გაგრძელდეს. მაგრამ ეს განცხადება ტეხავს. ძალიან.”- წერს ნათია გვიანიშვილი სოციალურ ქსელში.

მგონი, უკრაინაში ბედნიერებიც არიან, რომ გათავისუფლდნენ სააკაშვილისგან – კობახიძე

"პირველ რიგში, უკრაინელებს არაფერში სჭირდებათ სააკაშვილი და, მე მგონი, ისინი ჩვენზე ბედნიერებიც  არიან, რომ...

თეორიულადაც არ ვუშვებთ რიგგარეშე არჩევნებს – ირაკლი კობახიძე

"ჩვენი ამოცანაა, ძალიან მკაფიოდ მივანიშნოთ ყველას, რომ ჩვენ თეორიულადაც არ ვუშვებთ რიგგარეშე არჩევნებს და...

გახარია დუმს, ყოველთვის უნდა უფრთხილდე მდუმარე კაცს – ქემოკლიძე

"გიორგი გახარია არ გაუჩინარებულა, ცალსახად შემიძლია, გითხრათ. ის ყოველდღიურად საქმიანობს და ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობს....

სათოფეზე არ შეიძლება სააკაშვილის ხელისუფლებასთან გაკარება – ელისაშვილი

"რა გვითხრა იცით სააკაშვილმა? სათოფეზე არ შეიძლება მისი ხელისუფლებასთან გაკარება, სათოფეზე. ეს გვითხრა გუშინ...

ხალხს უნდა ვაჩვენოთ, რომ ამოცანად მაინცდამაინც ოცნების ხელისუფლებიდან გაშვება არ გვაქვს – ვაშაძე

"თუ ჩვენ არ გამოვიტანეთ დასკვნები იმ შედეგებიდან ამ ორი ბოლო არჩევნების შედეგად მივიღეთ, ვერ...

ამისთანა კოჭლი იხვი, ფუნქციადაკარგული არცერთი პარლამენტი არ ყოფილა – უგულავა

"ეს მთელი უმრავლესობა არის ერთსახოვანი მასა, რომელსაც ლიმონკა აქვს გახსნილი ხელში და როდის აუფეთქდება,...

სახელმწიფოს დავა არ წაუგია, ეს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაა – კალაძე 80 მლნ-ზე

თბილისის მერი კახა კალაძე, რომლის ენერგეტიკის მინისტრობის დროსაც დაიწყო რუსულ ენერგოკომპანია Inter RAO-სთან, სტოკჰოლმის...

სააკაშვილი მზად არის ხვალინდელი დღისთვის – მკურნალი ექიმი

მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი, ნინო გოგორიშვილი ამბობს, რომ ექსპრეზიდენტი ხვალინდელი დღისთვის მზადაა. "მზად არის ხვალინდელი...

რა ვარჯიშები დაეხმარა ანჯელინა ჯოლის ახალი ფილმისთვის სხეულის სრულყოფაში

ცოტა ხნის წინ პოტკასტ Disney — D23 Inside–ისთვის მიცემულ ინტერვიუში მსახიობმა ანჯელინა ჯოლიმ ისაუბრა ვარჯიშების უნიკალურ მეთოდზე, რომელიც ახალ ფილმში – “მარადიულნი“ მისი როლისთვის...

რატომ არ ღირს პანიკა კოვიდის ახალი ვარიანტის გამო–ფაქტები “ომიკრონზე“

კორონავირუსის ახალი ვარიანტის შესახებ მსოფლიომ გასული კვირის მეორე ნახევარში შეიტყო, შაბათ–კვირას კი ის უკვე მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში აღმოაჩინეს, მიუხედავად საზღვრების ჩაკეტვისა და სხვა ზომებისა,...

ანიტა რაჭველიშვილი დედა გახდა

ცნობილი ქართველი მეცო–სოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი დედა გახდა. მას პირველი შვილი– გოგონა ლილე შეეძინა. მომღერალი შვილთან ერთად სამშობიაროში გადაღებულ ფოტოს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს. კლინიკა,...