“თქვენი დღევანდელი განცხადებები არაფერს ემსახურება ოცნების პროპაგანდის გაძლიერების გარდა” – წერს ამის შესახებ, “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია და ოპოზიციონერ დეპუტატებს, ხათუნა სამნიძეს, ხატია დეკანოიძეს და რომან გოცირიძეს მიმართავს.
”Khatuna Samnidze Roman Gotsiridze Khatia Dekanoidze დაასახელეთ სამივემ, ვისზე გითხრეს საქართველოდან, სტატუსის მინიჭებას ეწინააღმდეგებაო, ვინ გითხრათ და სად?
თქვენი ზოგადი და გენერალიზებული დღევანდელი განცხადებები, სამწუხაროდ, უკიდირესად მავნებლურია და არაფერს ემსახურება ოცნების პროპაგანდის გაძლიერების გარდა. ეს ან პოლიტიკური უმწიფარობაა, ან უპასუხისმგებლობა, ან (რისი დაჯერებაც მიჭირს) ოცნების ინტერესების შეგნებულად გატარება. სხვა ვარიანტს მე ვერ ვხედავ.” – წერს ნიკა გვარმია.
ცნობისთვის, დღეს დეპუტატებმა ხათუნა სამნიძემ და ხატია დეკანოიძემ განაცხადეს, რომ კონკრეტული ოპოზიციონერი დეპუტატები ევროპელი პარტნიორებისგან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების გადავადებას ითხოვენ.