თქვენი სანქციები მოჩვენებითია – ტუსკი ევროკავშირის ქვეყნებს

თქვენი სანქციები მოჩვენებითია – ამის შესახებ, ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი Twitter-ზე წერს და ევროკავშირის ქვეყნებს აკრიტიკებს.

”ომში ყველაფერი რეალურია, პუტინის სიგიჟე და სისასტიკე, უკრაინელების მსხვერპლი, ბომბები კიევის თავზე. მხოლოდ თქვენი სანქციებია მოჩვენებითი. ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებმა, რომლებმაც დაბლოკეს მკაცრი გადაწყვეტილებები მაგალითად, გერმანია, უნგრეთი, იტალია შეურაცხყოფა მიაყენეს თავიანთ თავს.” –  განაცხადა ტუსკმა.