“თქვენ დაგრჩათ დაახლოებით ერთი კვირა”– უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსებს მოუწოდებს, მობილიზაციას მოერიდონ (ვიდეო)

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა YouTube-ზე გამოაქვეყნა რუსებისადმი რუსულ ენაზე ჩაწერილი მიმართვა, რომელშიც  მოუწოდებს მათ თავი აარიდონ ნებისმიერ ფასად მობილიზაციას, რომელიც, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, რუსეთში იანვარში დაიწყება.

რეზნიკოვმა თქვა, რომ „იანვრის დასაწყისში რუსეთის ხელისუფლება დაკეტავს საზღვრებს მამაკაცებისთვის, შემდეგ გამოაცხადებენ საომარ მდგომარეობას და დაიწყებენ მობილიზაციის მორიგ ტალღას“. „დანამდვილებით ვიცი, რომ დაახლოებით ერთი კვირა დაგრჩათ, თუმცა არჩევანი მაინც გაქვთ“, – ამბობს უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი.მისი თქმით, დღეს რუსები ფიქრობენ, როგორ გააფორმონ სადღესასწაულო სუფრა, მაგრამ საახალწლო სუფრასთან მსხდომებს შესაძლოა კარზე სამხედრო კომისარმა  დაუკაკუნოს“.

„ახალი წლის წინა დღეს მივმართავ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც სამხედრო ვალდებულნი. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება რუსეთის დიდი ქალაქების მაცხოვრებლებს. ზუსტად ვიცი, რომ დაგრჩათ დაახლოებით ერთი კვირა, ჯერ კიდევ არის მცირე არჩევანი. იანვრის დასაწყისში რუსეთის ხელისუფლება დაკეტავს საზღვრებს მამაკაცებისთვის, შემდეგ გამოაცხადებენ საომარ მდგომარეობას და დაიწყებენ მობილიზაციის მორიგი ტალღას. საზღვრები ასევე დაიკეტება ბელორუსშიც“, – განაცხადა რეზნიკოვმა.

მიმართვაში რეზნიკოვმა აღწერა ომის მიმდინარეობა და ჩამოთვალა მარცხები, რომლებიც რუსეთის არმიამ  ბოლო თვეებში განიცადა, მათ შორის ხერსონში, კიევთან და ხარკოვთან.ისაუბრა ბახმუტის უშედეგო შეტევაზე და ათასობით მოკლულ ჯარისკაცზე.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსეთის ხელმძღვანელობის ე.წ „გეგმის“ ჩავარდნაზე ისაუბრა, რაც მათ ომის დასაწყისში გამოაცხადეს.  რუსული არმიის მოკლული სამხედროების რიცხვმა კი  უკვე 100 ათასს გადააჭარბა. რეზნიკოვი ამბობს, რომ რუსეთის ხელისუფლებაში სამხედრო დამნაშავეები არიან და მათ საერთაშორისო ტრიბუნალი ელით. სწორედ საკუთარი თავის, სიმდიდრის და ძალაუფლების გადასარჩენად წირავენ ისინი ათასობით რუსს.

“ის ადამიანები, ვინც სისხლიანი სასაკლაო მოაწყვეს, ვინც საშინელი სამხედრო დანაშაულები ჩაიდინეს, ახლა თქვენ გეუბნებიან, რომ უნდა გაერთიანდეთ და რუსეთი დაიცვათ. იმიტომ რომ გარშემო მტრები არიან. ისინი გაშინებენ იმით, რომ წაგების შემთხვევაში ყველა რუსი ანგარიშსწორების ობიექტი გახდება, მათ წაართმევენ საკუთარი შრომით ნაშოვნს, გადასცემენ ტრიბუნალებს და ა.შ. ეს ტყუილია. სინამდვილეში მათ უნდათ არა რუსეთის, არამედ საკუთარი თავის დაცვა. საკუთარი სიმდიდრის, საკუთარი ქონების, საკუთარი მდგომარეობის დაცვა. უნდათ საკუთარი დანაშაული თქვენზე გადმოიტანონ, თქვენ გაგხადონ დანაშაულის თანამონაწილე. ერთადერთი, რის გამოც თქვენ ომში გაგზავნიან, ის არის, რომ დაიცვათ დამნაშავეები, მათი სასახლეები, მათი საბანკო ანგარიშები და თქვენც გაგხადონ დამნაშავეები.

თქვენ სულ გატყუებენ. თუ ომი გაგრძელდება, თქვენი სიკვდილის შანსი გაიზრდება. რადგან მობილიზაციის შემდეგი ტალღა მოჰყვება. მერე მეტი. ბუნკერში მჯდომს არ აინტერესებს რამდენი რუსი მოკვდება. მთავარია არ მივიდეთ მათთან. მაგრამ რაც ურო მეტად გრძელდება ეს ომი, მით უარესი იქნება შედეგები უბრალო რუსებისთვის.

გულწრფელად უპასუხეთ საკუთარ თავს, გინდათ მომავალ წელს მოკვდეთ, ან დარჩეთ ხელების გარეშე, ფეხების გარეშე, რომ სხვა ციხეში არ წავიდეს? უკრაინელები უკან არ დაიხევენ. ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ, თუმცა მთავარია რა ფასად. თქვენს ახლობლებს სურთ გადადონ ტრიბუნალის დაწყება მკვლელების, მოძალადეებისთვის თქვენისიცოცხლისა თუ ჯანმრთელობის ფასად? “– თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

ამ შემოდგომაზე რუსეთის ხელისუფლებამ ჯარში 300 000 რეზერვისტი გაიწვია. ვარაუდობენ, რომ მათგან დაახლოებით ნახევარი ფრონტზე გაგზავნეს, კიდევ 150 ათასი წვრთნას გადის.

რუსეთის ხელისუფლებამ არაერთხელ უარყო, რომ ისინი აპირებენ მობილიზაციის მეორე ტალღის ჩატარებას, მაგრამ პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი არ მოაწერა განკარგულებას ჯარში რეზერვისტების გაწვევის კამპანიის დასრულების შესახებ. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ამ გზით კრემლი ტოვებს ხელახალი მობილიზაციის შესაძლებლობას ახალი ფორმალური პროცედურების გამოცხადების გარეშე.

რატომ მოიცალა ომში მყოფი სახელმწიფოს მეთაურმა ამისთვის, არ ვიცი – სარჯველაძე ზელენსკის განცხადებაზე

"რატომ მოიცალა ომში მყოფი სახელმწიფოს მეთაურმა ამისთვის, არ ვიცი "- ასე ეხმაურება პარლამენტის ადამიანის...

არავინ უნდა იფიქროს, ომი რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორიის დატოვების გარეშე შეიძლება გადაწყდეს” –...

"არავინ უნდა იფიქროს, ომი რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორიის დატოვების გარეშე შეიძლება გადაწყდეს" -...

კარასინი–აბაშიძის სკანდალური ჩანაწერი–საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან საიდუმლოდ თანამშრომლობს

“კიბერკმარამ“გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც გრიგორი კარასინი და ზურაბ აბაშიძე რუსეთ საქართველოს დამაკავშირებელი ახალი გზის პროექტზე...

ჩამოყალიბდება ახალი, მოდერნიზირებული და პროდუქტიული პარტიული სტრუქტურა – ენმ

"ჩამოყალიბდება ახალი, მოდერნიზირებული და პროდუქტიული პარტიული სტრუქტურა" - ერთიანი ნაციონალური მოძრაობაპარტიაში ჩატარებულ თავმჯდომარის არჩევნებთან და...

რუსები ხერსონს უკრაინის ჯარების შესაძლო კონტრშეტევის შეკავების მიზნით ბომბავენ – ბრიტანეთის დაზვერვა

რუსები ხერსონს უკრაინის ჯარების შესაძლო კონტრშეტევის შეკავების მიზნით ბომბავენ.ამის შესახებ ბრიტანეთის დაზვერვის ყოველდღიურ მიმოხილვაშია...

ზელენსკი – საქართველო, მისი ხელმძღვანელობა – ვისკენ არიან ისინი დღეს?ნეიტრალურები არიან თუ რუსეთისკენ?

საქართველო, მისი ხელმძღვანელობა - ვისკენ არიან ისინი დღეს?, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ...

გუშინ რუსებმა დონეცკის ოლქში 4 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს – კირილენკო

"რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას კლავს! 31 იანვარს, რუსებმა დონეცკის ოლქში 4 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს: 2...

უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გადაუდებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია – ერმაკი

"რუსეთი აგრძელებს აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ და კრემლი ცდილობს შური იძიოს ბრძოლის თითქმის ერთი...

კოკაინი, ჯადოქარი, სამეფო ოჯახის კულუარები და ძმების ხელჩართული ჩხუბი –სენსაციური ეპიზოდები პრინცი ჰარის მემუარებიდან

პრინცი ჰარის ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი მემუარები   "სათადარიგო" სამეფო ოჯახის წევრების მიმართ   სენსაციურ განცხადებებს და ბრალდებებს შეიცავს, დაწყებული კოკაინისა და მარიხუანას მოხმარებიდან თავად ჰარის მიერ,სკოლის...

შოტლანდიელი მეცნიერები: დღეში 2 ლიტრი წყლის დალევის რეკომენდაცია შეცდომა იყო

შოტლანდიის აბერდინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რეკომენდაცია დღეში ორი ლიტრი წყლის მიღების შესახებ შეიძლება გადაჭარბებული იყოს. შოტლანდიელი მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ადამიანი  სითხის დღიური ნორმის დაახლოებით...

ბრიუს უილისის მდგომარეობა თანდათან მძიმდება

67 წლის ამერიკელი მსახიობი ბრიუს უილისი, რომელსაც აფაზიის დიაგნოზი აქვს დღეებს მოსიყვარულე ოჯახთან ერთად ატარებს. მისმა 44 წლის მეუღლემ ემა ჰემინგმა Instagram-ზე გამომწერებს აჩვენა,...