ამის შესახებ, დავით ჯელაძე, რომელმაც 3 აგვისტოს, შოვის მეწყერს დისშვილთან ერთად დააღწია თავი, სოციალურ ქსელში წერს.
„უამრავი შეტყობინება მომდის, უამრავი, მე ყველას შეძლებისდაგვარად ვხსნი და გპასუხობთ, გპასუხობთ და თქვენ გიკვირთ, არ მეგონა ჩემს შეტყობინებას თუ ნახავდიო…..
ჩვენ ხომ მეგობრები ვართ, მეგობრის შეტყობინებას ყოველთვის ვნახულობ…. რავი, მე ასეთი მეგობრობა ვიცი….
თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც მეხმარებით ამ საშინელი დღეების გადატანაში, თქვენ ნამდვილი მეგობრები ხართ, ამ დღემ ბევრი, ძალიან ბევრი ადამიანი გამაცნო…
მარტო ამისთვის მადლობა ღმერთს…“ – წერს დავით ჯელაძე სოციალურ ქსელში.