თქვენ ხართ აღვირახსნილები – კულტურის მინისტრი ჟურნალისტს

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი მედიაზე თავდასხმას აგრძელებს. მან დღეს TV პირველის ჟურნალისტს კითხვებზე არ უპასუხა და “აღვირახსნილი” უწოდა.

“თქვენ ხართ კრიტიკული მედია? თქვენ ხართ აღვირახსნილები”, — უთხრა წულუკიანმა ჟურნალისტს.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის თეა წულუკიანის მიერ კრიტიკულ მედიაზე თავდასხმის პირველი შემთხვევა. მინისტრი ჟურნალისტების მიმართ სიძულვილის ენას ხშირად იყენებს.