უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსული აგრესიის ფონზე იაპონიამ აგრესორის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების შესახებ განაცხადა.
როგორც იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზეა აღნიშნული, ქვეყანა რუსეთიდან 22 ფიზიკურ პირს და სამ ორგანიზაციას ასანქცირებს.
სანქციები მოიცავს, კერძოდ, იუსტიციის მინისტრს კონსტანტინე ჩუიჩენკოს, პირველ ვიცე-პრემიერს ანდრეი ბელუსოვს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელს ელა პამფილოვას, ბავშვთა უფლებების კომისარს მარია ლვოვა-ბელოვას. სანქციების სიაში ასევე არიან ვიცე-პრემიერი დიმიტრი ჩერნიშენკო, თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხაილ მიზინცევი, კამაზის გენერალური დირექტორი სერგეი კოგონინი, ფილოსოფოსი ალექსანდრე დუგინი, საზოგადოებრივი პალატის წევრი ალექსანდრე მალკევიჩი.
სანქციების ქვეშ მოექცნენ ასევე კორპორაცია ირკუტი, მოსკოვის ავანგარდის მანქანათმშენებელი ქარხანა და KamAZ PJSC.
გარდა ამისა, 3 თებერვლიდან იაპონია აკრძალავს რუსეთში ვაქცინებისა და სამედიცინო მოწყობილობების, ასევე რობოტების, რადიოაქტიური მასალების, ბირთვული ობიექტების აღჭურვილობის, ნავთობისა და ბუნებრივი აირის საძიებო ექსპორტს.