იერუსალიმში წმინდა ცეცხლის რიტუალი შესრულდა

იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი შესრულდა. მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან, კუვუკლიადან წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა თეოფილე მესამემ გამოიტანა.

იერუსალიმის ქრისტეს აღდგომის ტაძარში მრევლი შეიკრიბა.

რიტუალი, რომელიც რამდენიმე საუკუნეა სრულდება, მაცხოვრის აღდგომას ეძღვნება.

მორწმუნეთა ნაწილი ცეცხლს ზებუნებრივად მიიჩნევს, თუმცა ასეთ სასწაულს არც მსოფლიო საეკლესიო კრებების დოგმატები და არც საეკლესიო კანონები არ ცნობენ.