ივანიშვილისა და მისი გარემოცვისთვის სანქციების დასაწესებლად ოპოზიცია სახდეპს მიმართავს

ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის შეხვედრაზე, ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვისთვის პერსონალური სანქციების დაწესების მოთხოვნაზე იმსჯელეს. ოპოზიცია აპირებს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს და ევროკავშირს ამასთან დაკავშირებით სათანადო პროექტი წარუდგინონ.

“ჩვენ ვიმსჯელეთ იმ საკითხზე, რომ დადგა დრო მივმართოთ სახელმწიფო დეპარტამენტს, ევროპის კავშირის ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვისათვის პერსონალური სანქციების დაწესებაზე, რაც მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის დააჩქარებს ცივილიზებულად და სამართლიანად. თუნდაც იმით, რომ ეს მიტაცებული მილიონები ჩვენგან წაღებული იქნება გაყინული და მერე დაბრუნებული საქართველოს ბიუჯეტში. სწორედ ამ საკითხზე შედგება სათანადო პროექტი, რასაც წარვუდგენთ მსოფლიო თანამეგობრობას”, – განაცხადა ნათელაშვილმა.