ივანიშვილის გუშინ მკვდრისფერი ედო სახეზე, არ მგონია ეს შემთხვევითი – ბობოხიძე

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი, აკაკი ბობოხიძე ამბობს, რომ გუშინ პარტიული სიის პრეზენტაციაზე ბიძინა ივანიშვილს “მკვდრის ფერი ედო”.

“ბიძინა ივანიშვილი არის წაგებული ადამიანი, ორჯერ ვნახე ასეთ მძიმე დღეში. ერთხელ საპრეზიდენტი არჩევნების მეორე ტურის წინ, როდესაც ის არაბუნებრივი ფერით, აჭარხლებული ელაპარაკებოდა საქართველოს და გუშინ, როდესაც მკვდრისფერი ედო სახეზე და მე ეს არ მგონია შემთხვევითი”,- ამბობს ბობოხიძე.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ვინც მასთან არ არის, ნაციონალური მოძრაობაა და ცდილობს, ასე დაანახოს საზოგადოებას პოლიტიკური ველი. ბობოხიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ზუსტად იგივენაირად განიხილავს პოლიტიკურ ველს – ამბობს, რომ ან მან უნდა მოუგოს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, ან ქვეყანა დაიღუპება.

ბობოხიძისვე თქმით, ევროპული საქართველო ცდილობს, რომ დაანახოს ყველას, რომ საქმე ასე არ არის.