“ივანიშვილის საიდუმლო ოფისი მოსკოვში” – Cyber Kmara მორიგ ბიძინა ივანიშვილის მორიგ სატელეფონო ჩანაწერს ავრცელებს, საიდანაც ირკვევა ოლიგარქი მის ასისტენტს, ვალენტინა მოროზოვას ესაუბრება. Cyber Kmara-ს მტკიცებით, ოოფისს ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი, რუსი ანდრეი დრიომინი მართავს, რომელსაც ივანიშვილი “ჩემს პროტეჟედ” მოიხსენიებს. ივანიშვილი მისი სიცოცხლის გახანგრძლივების ექიმისთვის ბინის შერჩევის პროცესში თავად იყო ჩართული.
Cyber Kmara წერს, რომ ფარული აუდიომასალა ადასტურებს, რომ ივანიშვილს მოსკოვთან კავშირი არასდროს შეუწყვეტია და მას იქ საიდუმლო ოფისიც აქვს განთავსებული.
ივანიშვილისა და მოროზოვას საუბარი 2020 წლის 17 ოქტომბერს შედგა.
ამასთანავე, 16 ოქტომბერს, იმავე Youtube-არხზე გავრცელდა ჩანაწერი, სადაც ივანიშვილის ცოლი, ეკატერინე ხვედელიძე, რუსულ კომპანია ფსიხოდემიის წარმომადგენელთან, ილიასთან, ქოუჩინგის კურსის დეტალებს არკვევს.