ივანიშვილის შიკრიკები თითოეულ დეპუტატს 2-დან 3 მილიონ დოლარამდე „ქეშს“ სთავაზობდნენ – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პარლამენტის დეპუტატებს ხელისუფლება პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ 2-3 მილიონ დოლარს სთავაზობდა. აღნიშნულის შესახებ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე, პირდაპირ ეთერში განაცხადა.

„მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ოპოზიციის თითოეულ წევრს, სინამდვილეში გამარჯვებული კოალიციის თითოეულ წვერს, რომელიც არ შევიდა „ბუტკაში“, არ შევიდა ივანიშვილის მიერ გამოცხადებულ უკანონო პარლამენტში. საქართველოს პარლამენტი არ ჰყავს, ეს არის უკანონო ორგანო, იმიტომ რომ იმ დასკვნების, ლაპარაკის ფონზე, იმის ფონზე რაც იყო, რომ თითოეულ დეპუტატს, ვინც თვითონ გამოაცხადეს დეპუტატად, 2-დან 3 მილიონ დოლარამდე „ქეშს“ სთავაზობდნენ, წინა დღეებში, ისტერიულად, ივანიშვილის შიკრიკები, ეს ვიცი ზუსტად, მე არასდროს ვჭორაობ ასეთ თემებზე. ამ ხალხის უმეტესობა, ბევრი ადამიანი არის ხელმოკლე, მე ხომ ვიცნობ რა ხალხიც არის, ეს ხომ არ არიან მილიონერები, მათთვის ის ხელფასი, რამდენიმე ათასი ლარიც ძალიან დიდი ხელფასია ამ ხელმოკლეობის პირობებში. ამ ხალხმა, ამ პარლამენტის წევრებმა გადაწყვიტეს ქართველი ხალხის გვერდით დადგომა. ჩემი აზრით, ეს არის სამოქალაქო გმირობა. აღმოჩნდა, რომ ივანიშვილი არ არის ყოვლისშემძლე, ფულს ჩაყრის და ყველაფერს იყიდის, ბევრ რაღაცას იყიდის, მაგრამ არის რაღაცები, რაც არ იყიდება, არის ხალხი, ვინც არ იყიდება და თითოეულ ამ ადამიანს მინდა დიდი მადლობა ვუთხრა… ეს არის მართლაც დიდი მიღწევა ქართული დემოკრატიისთვის“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ეუთო/ოდირის დასკვნით, ყველა კერძო მაუწყებელი არჩევნების მიკერძოებული იყო

ეუთო/ოდირის დასკვნით, ყველა კერძო მაუწყებელი არჩევნების მიკერძოებული იყო . ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის...

ტიკარაძის განცხადებით, დაჯავშნულა 1.7 მლნ დოზა ვაქცინა, რომლებიც WHO-ს აღიარებას ელოდებიან

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ დაჯავშნულია, 1.7 მლნ დოზა ვაქცინა, რომლებიც ჯანდაცვის მსოფლიო...

კრწანისში ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი დააზიანეს

კრწანისში ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი დააზიანეს. ამის შესახებ ინფორმაციას, თბილისის მერია აცხადებს. "მემორიალი მიმდინარე წლის...

ევროკავშირის საგარეო მინისტრები შუამავლობის ჯგუფს ქმნიან – ლანდსბერგისი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის თქმით, ევროკავშირის მინისტრები "შუამავლების ჯგუფს" ქმნიან, რათა საქართველოს...

Covid19-ის ვაქცინაცია 111 ქვეყანაში მიმდინარეობს, აცრილია 280 მილიონამდე ადამიანი

მსოფლიოში Covid19-ის ვაქცინაცია 111 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის უკვე 280 მილიონამდე ადამიანია აცრილი....

რა შემთხვევაში შევა “ლელო” პარლამენტში – ბადრი ჯაფარიძის განმარტება

„ლელოს“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ პარლამენტში იმ შემთხვევაში შევლენ, და ჩაერთვებიან საგამოძიებო...

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით წლის ბოლომდე 3.5 მლნ დოზა ვაქცინა შემოვა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მარტში ვაქცინის პირველი დოზების მიღების შემდეგ, დანარჩენი ვაქცინის მიღება...

ბუწაშვილი ვაქცინის მომწოდელებთან დადებული ხელშეკრულების გასაჯაროვებას ითხოვს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი,ვაქცინის მომწოდელებთან დადებული ხელშეკრულების გასაჯაროვებას ითხოვს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. “1....

სხვა სიახლეები

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით...

ჯანმრთელობა

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო