ბიძინა ივანიშვილი აღარ აფინანსებს ქართულ ოცნებას – ამის შესახებ, პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიის შემოწირულობებზე საუბრისას განაცხადა.
“ბიძინა ივანიშვილმა დატოვა პოლიტიკა. ამის თაობაზე მან განაცხადა საჯაროდ და შესაბამისად, რა თქმა უნდა, იგი აღარ აფინანსებს ქართულ ოცნებას…ასეთი განზოგადებული საუბარი, რომ აგრძელებს ქართუ ბანკი გადმორიცხვებს, არ გინდათ ეს სპექტაკლები და სკანდალები. სკანდალი არ გაქვთ და ვერ ქმნით სკანდალს. იმიტომ, რომ კაცმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა წლების წინ უკვე, დატოვა პოლიტიკა, რაც ავტომატურად გულისხმობს და მან ეს განაცხადა კიდევაც, რომ რა თქმა უნდა, დაფინანსებასაც წყვეტს ქართული ოცნებისთვის”