“ივანიშვილი მართმევს ჩემს 63კვ.მ ბინას, სადაც შვილთან ერთად 7 წელი ვიცხოვრე ” – სოსო გოგაშვილის ქალიშვილი

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გო­გაშ­ვი­ლის შვი­ლი, ნინი გო­გაშ­ვი­ლი ფეისბუქზე წერს, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილია მისი ოჯახის საჩივარი მათი ქონებიდან ყადაღის მოხსნასთან დაკავშირებით. ნინო გოგაშვილის თქმით, დაყადაღებულია მისი კუთვნილი ბინაც, რომელიც თავის დროზე სესხით შეიძინა:

“დღეს სააპლეციო სასამართლომ გვაცნობა, რომ არ დააკმაყოფილა ჩვენი საჩივარი ჩვენს საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ყადაღის მოხსნასთან დაკავშირებით, მათ შორის ჩემს ორ ოთახიან სახლზე !

იმის გამო, რომ მე ვარ სოსო გოგაშვილის შვილი, რომელიც არის ბიძინას პირადი პოლიტპატიმარი, ივანიშვილი მართმევს ჩემს კუთვნილ 63კვ.მ ბინას, სადაც ჩემს შვილთან ერთად ვიცხოვრე 7 წელი, რომელიც შევიძინე საბანკო სესხით, რომელსაც ასევე 7 წელი ვიხდიდი და რისი დამადასტურებელი დოკუმენტებიც წარმოვადგინე, მაგრამ დღეს საქართველოში კანონს არ აქვს არანაირი ძალა!

დღეს, მე და ჩემი შვილი ბიძინა ივანიშვილის და რუსული ოცნების წყალობით ვეღარ ვცხოვრობთ ამ ბინაში, მაგრამ აუცილებლად დადგება დღე, როცა ისევ ჩემს შვილთან ერთად გავიღვიძებ ამ სახლში და კვირის ბოლოს ისევ ერთად წავალთ მამას და დედას სანახავად ვარაზის ქუჩაზე, როგორც ადრე!

ვისაც ამ უსამართლობაში და ჩვენს პოლიტიკურ დევნაში მცირე წვლილი მაინც მიგიძღვით და გიხარიათ, მეცოდებით ნაძირლებო, ღმერთი პასუხს გაგებინებთ !“– წერს ნინო გოგაშვილი.

უკრაინა და შეერთებული შტატები იარაღის ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმდნენ – ზელენსკი

"ჩვენ ერთად ვიმუშავებთ, რომ უკრაინამ ამერიკასთან ერთად აწარმოოს საჭირო იარაღი. ეს არის ჩვენი ერთიანობის...

შოკირებული ვიყავი სებ-ის გადაწყვეტილებით – პეტრას აუსტრევიჩიუსი

"ცოტა შოკში ვიყავი საქართველოს ეროვნული ბანკის თავდაპირველი გადაწყვეტილებით. მერე ვნახე, რომ ძალიან სერიოზულმა და...

ზურაბიშვილი სავალუტო ფონდის მისიის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით,  სალომე ზურაბიშვილი დღეს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა...

ზურაბიშვილმა ელჩებთან სანქციებისა და ეროვნული ბანკის საკითხი განიხილა – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილის ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის ელჩებსა და აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორბელიანების...

20 მილიონი დოლარი დაუჯდა სახელმწიფოს მათი მავნებლობა – მდინარაძე ოპოზიციაზე

„მათ არ გაუვიდათ, ძალიან ნერვიულობენ, დღეს ორი წევრიც ავირჩიეთ და აქედან გამომდინარე, მათ ვერ...

ხვალ 11:00 საათზე პარლამენტთან გომელაურის მოსმენის პარალელურად აქცია გაიმართება

ხვალ, 22 სექტემბერს, 11:00 საათზე პარლამენტის უკანა შესასვლელთან შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოსმენის...

2021 წელს თურნავა იყო ჩართული ბინძურ გარიგებებში ფარცხალაძესთან – ხოშტარია

"მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას ბინძურ, ანტისახელმწიფოებრივ კავშირებზე ოთარ ფარცხალაძესთან...

ისინი, ვინც ფარცხალაძესთან ტრანზაქციებს ახორციელებენ, „საკუთარ თავს სანქცირების რისკის ქვეშ აყენებენ“ – სახელმწიფო დეპარტამენტი

„ვწუხვართ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების გამო. დაწესებულებები და ინდივიდუალური პირები, რომლებიც ახორციელებდნენ ტრანზაქციებს ფარცხალაძესთან...

5 ჰობი, რომელიც სიცოცხლის გახანგრძლივებაში დაგეხმარებათ

არსებობს ბევრი მარტივი ჰობი, რომელსაცსიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია. კითხვითა და მუსიკის მოსმენით თქვენი ტვინის აქტიურობის  შენარჩუნებიდან  დაწყებული,  ყოველდღიურ აქტივობებამდე, როგორიცაა მებაღეობა ან გაჭიმვა. გთავაზობთ ექსპერტების...

სალმონელოზის შემთხვევების გამო დაგროვილ კითხვებს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი პასუხობს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს სალმონელოზის შესახებ, რომელიც ნიკორა ტრეიდის პროდუქციაში აღმოჩნდა და 8 ადამიანის ინტოქსიკაცია გამოიწვია. “ნიკორასთან დაკავშირებული სალმონელოზის შემთხვევების გამო ბევრი შეკითხვაა...

გარდაიცვალა იტალიელი მომღერალი ტოტო კუტუნიო

80 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი იტალიელი მომღერალი, ტოტო კუტუნიო. 2007 წლიდან ის სიმსივნეს ებრძოდა. ამ წელს მას პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. მოგვიანებით კი მარჯვენა თირკმელი...