ბატონი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მტკიცე მხარდამჭერია. ის არის ქართველი ხალხის მოამაგე, რომელიც ისტორიაში შევა, როგორც ამ ქვეყნისთვის ერთ-ერთ რთულ პერიოდში გვერდში მდგომი […] დღეს ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან გასულია. რა თქმა უნდა, ის კვლავაც რჩება საქართველოსთვის ერთ-ერთ მთავარ ქველმოქმედად, მეცენატად, რომლის ძალისხმევითაც ამ ქვეყანაში არაერთი ისტორიული საქმე გაკეთდა. ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს მიმართ მისი მხარდაჭერა უპრეცედენტოა.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა POLITICO-ს მიერ გამოქვეყნებული გავლენიანი ადამიანების სიასთან დაკავშირებით.