“ივანიშვილს დაემსგავსნენ მატყუარა ზებრა-მინისტრებიც და ეს უბადრუკი, ლაყედ მატყუარა დეპუტატებიც“–ლაშა ბუღაძე

მწერალი ლაშა ბუღაძე თვლის, რომ “ასეთი ცრუ-ქვეყანა საქართველო არასდროს ყოფილა“, როგორც ივანიშვილის მმართველობის პერიოდშია. ლაშა ბუღაძე ფეისბუქ სტატუსს წერს, რომელშიც ამბობს რომ ივანიშვილმა ერთ დაუსრულებელ სიცრუედ აქცია ეს ქვეყანა:

“ვაცლავ ჰაველი წერს თავის დღიურებში, რომ ზოგ ქვეყანაში ხალხი ტყუპისცალივით ემსგავსება თავის ლიდერს… ლაპარაკის მანერით, სინტაქსით, ქცევით, რიტმით, იუმორით, სიხეპრით, უტიფრობით, გემოვნებით, ჟესტიკულაციით და ა. შ.

ხალხის არ ვიცი, მაგრამ ივანიშვილმა ტყუილად, ერთ უნიჭო და დაუსრულებელ სიცრუედ, აი მართლაც საზიზღარ ქოსატყუილობად აქცია ეს ქვეყანა და მთელი თავისი საქოცეთიც დაიმსგავსა ამ შიშველი, უტიფარი და განაჩენგამოუტანელი მატყუარობით…

ივანიშვილით დავირუსებული ტყუის და ცრუობს ეს ისედაც ტყუილებისგან გაბრუებულ-გასაწყლებული ქვეყანა – და თან ისე, რომ ყველა ხვდება, როდის და როგორ ტყუიან და შედეგად – მაინც არაფერი… ცოლებს ატყუებენ, შვილებს ატყუებენ, ქმრებს ატყუებენ, ამომრჩევლებს ატყუებენ, ამერიკელებს ატყუებენ, ევროპელებს ატყუებენ, აზერბაიჯანელებს ატყუებენ, თურქებს ატყუებენ, სომხებს ატყუებენ, რუსებს ატყუებენ, ერთმანეთს ატყუებენ, ივანიშვილით იტყუებენ თავს და ივანიშვილივით ტყუიან დღე და ღამე – საჯაროდ და საპირფარეშოში ყოფნისასაც კი.

ივანიშვილს დაემსგავსნენ მატყუარა ზებრა-მინისტრებიც და ეს უბადრუკი, ლაყედ მატყუარა დეპუტატები (ყავლგასული მატყუარა სპორტსმენები და გადაუშენებელი ყოფილი პარტკომები), ივანიშვილს გავს ყველა პრემიერ-მინისტრი და პრემიერ-მინისტრის ყველა წინამორბედი… ასეთი ცრუ-ქვეყანა საქართველო არასდროს ყოფილა (საბჭოთა დროს დაშიფრული ენა მაინც არსებობდა), ქვეყანა ტოტალურად ივანიშვილსაა დამსგავსებული – რომ “ვერ იკადრებს რაღაცას” და ამ დროს ყველაფერს კადრულობს. ეს მცნება – არა იცრუო! – ივანიშვილისტანში ბიოლოგიური შეუსაბამობაა… მგონი, საბოლოოდ მართლა გადავჯიშდებით, ან ყოველ შემთხვევაში, გავივანიშვილდებით მაინც. შეხედეთ მის ხალხს, ეს არაა სუსტი ვირუსი“– წერს ლაშა ბუღაძე.

თუკი სახელმწიფოს მომავლისათვის რიგგარეშე არჩევნები იქნა საჭირო, რასაკვირველია, ეს შეიძლება გადაწყდეს – ვოლსკი

შედეგი, რასაც "ქართული ოცნება" აიღებს, 43%-ზე მეტი იქნება, მაგრამ თუკი სახელმწიფოს მომავლისათვის რიგგარეშე არჩევნები...

მამაკაცი, რომელიც უკრაინის მინისტრთა კაბინეტის შენობაში აფეთქებით იმუქრებოდა, დააკავეს

მამაკაცი, რომელიც უკრაინის მინისტრთა კაბინეტის შენობაში აფეთქებით იმუქრებოდა, დააკავეს.  დაკავებული 1978 წელს დაბადებული ვლადიმერ...

ციხეებში სამაგალითო ვითარება გვაქვს, მსოფლიოს მასშტაბით მოწინავე რიგებში ვართ – ღარიბაშვილი

ციხეებში სამაგალითო ვითარება გვაქვს, მსოფლიოს მასშტაბით მოწინავე რიგებში ვართ - პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს,...

1 კვირის განმავლობაში, მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი მატება – საგანგებო

1 კვირის განმავლობაში, მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი მატება  - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს...

საქართველოში კორონავირუსის 4233 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 38 ადამიანი

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 233 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის...

თუ დამოუკიდებელი სასამართლოსი გეშინიათ, მაშინ ევროკავშირში თქვენი ადგილი არ არის – ილვესი

თუ დამოუკიდებელი სასამართლოსი გეშინიათ, მაშინ ევროკავშირში თქვენი ადგილი არ არის - ამის შესახებ ესტონეთის...

საბერძნეთში ხანძარს ებრძვიან – ათასობით ადამიანმა საცხოვრებელი დატოვა

საბერძნეთში ხანძარს ებრძვიან - ქვეყნის ჩრდილოეთით, ტყის ხანძარმა საცხოვრებელ ადგილებს მიაღწია რის გამოც ათასობით...

თბილისს, შესაძლოა, შარლ მიშელის ახალი წარმომადგენელი ეწვიოს – ფორმულა

ტელეკომპანია ''ფორმულას'' ინფორმაციით, თბილისს, შესაძლოა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ახალი წარმომადგენელი ეწვიოს და...

AstraZeneca–ს წარმოებამ მილიარდ დოზას მიაღწია

ბრიტანულ–შვედურმა კომპანია AstraZeneca–მ განაცხადა, რომ მის მიერ წარმოებული ვაქცინების რაოდენობამ ერთ მილიარდს მიაღწია. ეს მილიარდი დოზა მსოფლიოს 170 ქვეყანაში განაწილდა. “ეს შესანიშნავი ამბავია ჩვენთვის, მეცნიერთა...

შესაძლებელია თუ არა ჭაღარა თმას კვლავ ძველი ფერი დაუბრუნდეს–ახალი კვლევა

იმის შესახებ, რომ ძლიერი სტრესისგან გაჭაღარავება შეიძლება, თანაც ზოგჯერ ერთ ღამეში, დიდი ხანია ცნობილია. განსაკუთრებით ბევრი ასეთი შემთხვევაა ცნობილი ომიანობის, ბუნებრივი კატაკლიზმების და მოულოდნელი...

“ტრავმირებული ვარ, უბედური ვარ, ძილი არ შემიძლია“–ბრიტნი სპირსმა სასამართლოს მისი მეურვეობის საქმეზე ჩვენება მისცა

39 წლის პოპ ვარსკვლავმა, ბრიტნი სპირსმა პირველად მოითხოვა სასამართლოსგან პირადად, მოუხსნან მისი მამის მეურვეობა, რომელიც 2008 წლიდან მის საკონცერტო მოღვაწეობას და ფინანსებს აკონტროლებს. მან...