“ჩვენი ხელისუფლება აქ რომ პოზებში დგას, რომ აი ჩვენ რაღაც, ჩვენი სუვერენიტეტი, სხვისი აზრი არ გვაინტერესებს, გულში მჯიღებს რომ ირტყამენ, სინამდვილეში იმდენად შეშინებულები არიან შიკრიკს შიკრიკზე აგზავნიან იქნებ როგორმე გაიგონ მაინც იქ რა ხდება. ახლაც მორიგი შიკრიკი ჰყავდათ გაგზავნილი, ფოსტალიონი, საკმაოდ მაღალი დონის, ბიძინა ივანიშვილს ჰყავს გაგზავნილი, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ წარმომადგენელი თავის პერსონალურ შიკრიკად გაგზავნილი ჰყავს იქ. ჯობდა, რომ არ გაეგზავნა. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმის, თუ როგორ არ ესმის დღევანდელ ხელისუფლებას, როგორ ფუნქციონირებს … დემოკრატია.
ჰგონიათ, რომ პოლიტიკიდან გაწეული ე.წ. საპატიო თავმჯდომარე, ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ, პოლიტიკურ?! ნუ ძალოვან ფიგურას რომ აგზავნის შიკრიკად, თავის ფოსტალიონად უცხო ქვეყანაში, ეს ჰგონია ან სწორად, თავისი უძლეველობის რაღაც წარმომსახველად, ნუ საოცარია”,
აცხადებს პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია.