„მე ვერ გეტყვით, რატომ ვერ შეიწყალა. გარკვეული იმედგაცრუება მაქვს, რომ ამ სიაში არ არის. მე ვფიქრობ, ეს იქნებოდა ძალიან კარგი ნაბიჯი პრეზიდენტის მხრიდან, მაგრამ ჩვენ ვიცით მისი განცხადებები, რომ ის არ მიიღებს გადაწყვეტილებას ზეწოლის ქვეშ, ან გარედან რაღაც ჩარევის შემთხვევაში. ეს მან ნათლად განაცხადა. რა თქმა უნდა, ნიკა გვარამიას შეწყალება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისათვის, რომ მართლა დაიწყოს დეპოლარიზაციის პროცესი და ხელი შევუწყოთ საზოგადოებს კონსოლიდაციას და წინ აღვუდგეთ საზოგადოების გახლეჩის მცდელობას, რომელსაც ყოველდღიურად აქვს ადგილი „ქართული ოცნების“ მხრიდან. სამწუხაროა, რომ ამ სიაში არ არის ნიკა გვარამია. კიდევ ერთხელ ვამბობ, რაც უფრო სწრაფად იქნება ეს გადაწყვეტილება მიღებული, რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან პოზიტიური ფაქტორი იმისთვის, რომ ქვეყანაში ვითარების სტაბილიზაციისკენ და საზოგადოების გამთლიანებისკენ წავიდეთ“,
ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.